https://sputnik-georgia.com/20260124/faswarmoqmnis-sakitxi-saqartvelosi-deputatebi-produqtebis-gaiafebas-elodebian-296790625.html
ფასწარმოქმნის საკითხი საქართველოში: დეპუტატები პროდუქტების გაიაფებას ელოდებიან
ფასწარმოქმნის საკითხი საქართველოში: დეპუტატები პროდუქტების გაიაფებას ელოდებიან
Sputnik საქართველო
სუსი სურსათზე ფასწარმოქმნის საკითხს სწავლობს 24.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-24T19:34+0400
2026-01-24T19:34+0400
2026-01-24T21:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275614461_0:190:1280:910_1920x0_80_0_0_bee2279d29ac6147146148afae6f7535.jpg
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრები დარწმუნებული არიან, რომ საქართველოში სურსათის ფასების დასაბალანსებლად „ოქროს შუალედი“ მოიძებნება.სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა. საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხს ამჟამად როგორც სამთავრობო კომისია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს.ხოლო პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ფასები აუცილებლად უნდა დაიწიოს.„ფასები უნდა დაიწიოს იმ ზღვრამდე, რაც არის ლოგიკური და მიღებული ევროპულ ქვეყნებში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.მისი თქმით, ქვეყანაში არსებული საფასო პრაქტიკა უნდა შეიცვალოს.ამასთან ბიზნესსექტორი აცხადებს, რომ თუ სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს არ გადადგამს, ფასების შემცირების რესურსი ქვეყანაში ვერ მოიძებნება.საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მზადაა მიიღოს მეორე მხარის არგუმენტები და რომ პირველი შედეგები და წინადადებები უკვე გამოჩნდა.24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სურსათის ფასების საკითხის გამოძიება დაიწყო.2026 წლის იანვრის პირველ დღეებში შეიქმნა სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, პირველი სხდომა კი 20 იანვარს შედგა. კომისია სასურსათო პროდუქციის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. პარალელურად საკითხს საპარლამენტო კომისიაც შეისწავლის.კომისიების მუშაობის შედეგები აპრილში გამოქვეყნდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275614461_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_8a11f04acce96680aeff241bccec2eca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ფასწარმოქმნის საკითხი საქართველოში: დეპუტატები პროდუქტების გაიაფებას ელოდებიან
19:34 24.01.2026 (განახლებულია: 21:14 24.01.2026) სუსი სურსათზე ფასწარმოქმნის საკითხს სწავლობს
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრები დარწმუნებული არიან, რომ საქართველოში სურსათის ფასების დასაბალანსებლად „ოქროს შუალედი“ მოიძებნება.
სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა. საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხს ამჟამად როგორც სამთავრობო კომისია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს.
„დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ის ოქროს შუალედი, რომელიც არც ბიზნეს სექტორს დააზარალებს და, ბუნებრივია, ამ ოქროს შუალედის მოძებნით და ამ დაბალანსებული პოლიტიკით, მოხდება ფასების რეგულაცია ისეთ ნიშნულზე, რომ ასეთი კატასტროფული ფასნამატი არ არსებობდეს და მოსახლეობას ეკონომიკური კეთილდღეობა და ეკონომიკური მზარდი ტენდენციები დაეტყოს ყოველდღიურად“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.
ხოლო პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ფასები აუცილებლად უნდა დაიწიოს.
„ფასები უნდა დაიწიოს იმ ზღვრამდე, რაც არის ლოგიკური და მიღებული ევროპულ ქვეყნებში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული საფასო პრაქტიკა უნდა შეიცვალოს.
„ხელისუფლება გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს კანონის ფარგლებში, რომ დადგენილი არასწორი პრაქტიკა შეიცვალოს მართებული და კანონიერი პრაქტიკით და ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იმ ფასებში, რაც არის კონკრეტული პროდუქტისთვის ლოგიკური ფასნამატის თვალსაზრისით შეიძინონ პროდუქცია და არა ისე, როგორც ეს ხდება დღეს ორმაგ, სამმაგ და ოთხმაგ ფასებში, სამწუხაროდ, დახლიდან გათვალისიწინებული ფასნამატით“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ამასთან ბიზნესსექტორი აცხადებს, რომ თუ სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს არ გადადგამს, ფასების შემცირების რესურსი ქვეყანაში ვერ მოიძებნება.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მზადაა მიიღოს მეორე მხარის არგუმენტები და რომ პირველი შედეგები და წინადადებები უკვე გამოჩნდა.
24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სურსათის ფასების საკითხის გამოძიება დაიწყო.
2026 წლის იანვრის პირველ დღეებში შეიქმნა სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, პირველი სხდომა კი 20 იანვარს შედგა. კომისია სასურსათო პროდუქციის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. პარალელურად საკითხს საპარლამენტო კომისიაც შეისწავლის.
კომისიების მუშაობის შედეგები აპრილში გამოქვეყნდება.