https://sputnik-georgia.com/20260124/51skolastan-dakavebul-mamakacs-patimroba-seefarda-296787638.html
51-ე სკოლასთან დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
51-ე სკოლასთან დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე ვადით. 24.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-24T14:49+0400
2026-01-24T14:49+0400
2026-01-24T14:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a493b3542e04184bd210ccefdb4e059d.jpg
თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 51-ე საჯარო სკოლასთან დაკავებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია "პირველი". შემთხვევა 51-ე საჯარო სკოლასთან 22 იანვარს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი თავდაპირველად ავტომობილით შეეჯახა რკინის ბარიერს, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოვიდა და დანით იმუქრებოდა. პოლიციის მიახლოებისას მან რამდენჯერმე მოიქნია დანა. როგორც პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობის გაგრძელება სჭირდება. მისი მტკიცებით, მამაკაცი მომხდარს ვერ აცნობიერებდა. ბრალდების მხარის პოზიციით კი, საზოგადოების უსაფრთხოებისთვის საჭირო იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_129:0:1266:853_1920x0_80_0_0_98eabf8c9b0373d36e98e7a7f335e276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო
51-ე სკოლასთან დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 51-ე საჯარო სკოლასთან დაკავებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
შემთხვევა 51-ე საჯარო სკოლასთან 22 იანვარს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი თავდაპირველად ავტომობილით შეეჯახა რკინის ბარიერს, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოვიდა და დანით იმუქრებოდა. პოლიციის მიახლოებისას მან რამდენჯერმე მოიქნია დანა.
როგორც პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობის გაგრძელება სჭირდება. მისი მტკიცებით, მამაკაცი მომხდარს ვერ აცნობიერებდა.
ბრალდების მხარის პოზიციით კი, საზოგადოების უსაფრთხოებისთვის საჭირო იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე ვადით.