https://sputnik-georgia.com/20260123/rogor-seuzlia-tramps-ixsnas-ukraina-teritoriebis-semdgomi-dakargvisgan-296776954.html
როგორ შეუძლია ტრამპს იხსნას უკრაინა ტერიტორიების შემდგომი დაკარგვისგან
როგორ შეუძლია ტრამპს იხსნას უკრაინა ტერიტორიების შემდგომი დაკარგვისგან
Sputnik საქართველო
ტრამპის თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში გარკვეული სირთულეები არსებობს და ისინი ტერიტორიების გამიჯვნას უკავშირდება. 23.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-23T22:05+0400
2026-01-23T22:05+0400
2026-01-23T22:05+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/10/294563964_0:0:1860:1046_1920x0_80_0_0_4d1cc047ea352caff23f81fa25bdd2a8.jpg
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. უკრაინამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაკარგოს, თუ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწევს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.„მეგონა, რომ [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ] პუტინს მთლიანად ყველაფერი სურდა. შესაძლოა, ეს სიმართლეც იყოს, მაგრამ ის ამას არ გააკეთებს, თუ შეთანხმებას მივაღწევთ“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა მედიას.მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მხარეებმა უკვე იციან შესაძლო შეთანხმების პარამეტრები, რადგან ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილება.„ხალხმა იცის პარამეტრები. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ბოლო ექვსი ან შვიდი თვის განმავლობაში განიხილება“, - აღნიშნა ტრამპმა.თუმცა, როდესაც დაუსვეს კითხვა, არის თუ არა მზად ვოლოდიმირ ზელენსკი ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას, პრეზიდენტს პასუხის გაცემა გაუჭირდა.თუმცა, რუსეთის პრეზიდენტზე საუბრისას, ტრამპმა მაშინვე თქვა, რომ პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს. მოგვიანებით მან ივარაუდა, რომ ზელენსკისაც ასევე სურს შეთანხმების დადება.ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე დისკუსია გამართა, მათ შორის შედგა მისი შეხვედრა ზელენსკისთან.ტრამპის თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში გარკვეული სირთულეები არსებობს და ისინი ტერიტორიების გამიჯვნას უკავშირდება.„არის ქუჩები, არის მდინარეები... ლოკაციები, საზღვრები“, - დასძინა მან.ამასთან თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ეს საკითხი გარკვეულწილად რთულია.
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/10/294563964_122:0:1775:1240_1920x0_80_0_0_aef649fe0795317e7c7e749da26af710.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა
აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა
როგორ შეუძლია ტრამპს იხსნას უკრაინა ტერიტორიების შემდგომი დაკარგვისგან
ტრამპის თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში გარკვეული სირთულეები არსებობს და ისინი ტერიტორიების გამიჯვნას უკავშირდება.
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. უკრაინამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაკარგოს, თუ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწევს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„მეგონა, რომ [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ] პუტინს მთლიანად ყველაფერი სურდა. შესაძლოა, ეს სიმართლეც იყოს, მაგრამ ის ამას არ გააკეთებს, თუ შეთანხმებას მივაღწევთ“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა მედიას.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მხარეებმა უკვე იციან შესაძლო შეთანხმების პარამეტრები, რადგან ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილება.
„ხალხმა იცის პარამეტრები. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ბოლო ექვსი ან შვიდი თვის განმავლობაში განიხილება“, - აღნიშნა ტრამპმა.
თუმცა, როდესაც დაუსვეს კითხვა, არის თუ არა მზად ვოლოდიმირ ზელენსკი ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას, პრეზიდენტს პასუხის გაცემა გაუჭირდა.
თუმცა, რუსეთის პრეზიდენტზე საუბრისას, ტრამპმა მაშინვე თქვა, რომ პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს. მოგვიანებით მან ივარაუდა, რომ ზელენსკისაც ასევე სურს შეთანხმების დადება.
ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე დისკუსია გამართა, მათ შორის შედგა მისი შეხვედრა ზელენსკისთან.
ტრამპის თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში გარკვეული სირთულეები არსებობს და ისინი ტერიტორიების გამიჯვნას უკავშირდება.
„არის ქუჩები, არის მდინარეები... ლოკაციები, საზღვრები“, - დასძინა მან.
ამასთან თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ეს საკითხი გარკვეულწილად რთულია.