https://sputnik-georgia.com/20260123/dapirispireba-rusuli-simreris-gamo-zalovnebs-girao-seefardat-296772093.html
დაპირისპირება რუსული სიმღერის გამო: ძალოვნებს გირაო შეეფარდათ
დაპირისპირება რუსული სიმღერის გამო: ძალოვნებს გირაო შეეფარდათ
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე პატიმრობა არც პროკურატურას მოუთხოვია. 23.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-23T16:12+0400
2026-01-23T16:12+0400
2026-01-23T16:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ჯგუფური ძალადობისთვის ბრალდებულ პოლიციელს, ასევე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კიდევ ორ პირს 4 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. შემთხვევა 19 იანვარს ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. შსს-ის თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა რესტორანში ჯგუფურად იძალადეს და ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება რუსული სიმღერის გამო დაიწყო. კერძოდ, დაცვის პოლიციის თანამშრომლებს რესტორანში მიხეილ შუფუტინსკის სიმღერის ჩართვა სურდათ, თუმცა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა სხვა მაგიდასთან მსხდომ კოლეგებს შენიშვნა მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე პატიმრობა არც პროკურატურას მოუთხოვია - პროკურორებმა მოსამართლეს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს. ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
დაპირისპირება რუსული სიმღერის გამო: ძალოვნებს გირაო შეეფარდათ
გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე პატიმრობა არც პროკურატურას მოუთხოვია.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ჯგუფური ძალადობისთვის ბრალდებულ პოლიციელს, ასევე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კიდევ ორ პირს 4 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
შემთხვევა 19 იანვარს ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. შსს-ის თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა რესტორანში ჯგუფურად იძალადეს და ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება რუსული სიმღერის გამო დაიწყო. კერძოდ, დაცვის პოლიციის თანამშრომლებს რესტორანში მიხეილ შუფუტინსკის სიმღერის ჩართვა სურდათ, თუმცა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა სხვა მაგიდასთან მსხდომ კოლეგებს შენიშვნა მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე პატიმრობა არც პროკურატურას მოუთხოვია - პროკურორებმა მოსამართლეს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს.
ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.