https://sputnik-georgia.com/20260123/2025-wels-ukanono-tevzweris-805-faqti-dafiqsirda-296772216.html
2025 წელს უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოვლინდა
2025 წელს უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ბრაკონიერების მიერ უკანონოდ მოპოვებული თევზის ჯამურმა ოდენობამ 700 კგ-ს გადააჭარბა. 23.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-23T20:18+0400
2026-01-23T20:18+0400
2026-01-23T20:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1a/277082835_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_1ddf799ee0cd02ac386a7f39b48dca31.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დარღვევებიდან 368 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ბრაკონიერების მიერ უკანონოდ მოპოვებული თევზის ჯამურმა ოდენობამ 700 კგ-ს გადააჭარბა. დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი. დეპარტამენტის ცნობით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია. 2024 წელს დეპარტამენტმა უკანონო თევზჭერის 653 ფაქტი გამოავლინა. მათ შორის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 275 ფაქტი შეიცავს. 2025 წელს კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, გაცილებით მეტ ლოკაციაზე 152-ით მეტი ფაქტი აღკვეთეს. საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა. ეს ბრაკონიერობად მიიჩნევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1a/277082835_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_1c3f43528a9895dd0802d5dea3d38843.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
2025 წელს უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოვლინდა
ბრაკონიერების მიერ უკანონოდ მოპოვებული თევზის ჯამურმა ოდენობამ 700 კგ-ს გადააჭარბა.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დარღვევებიდან 368 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ბრაკონიერების მიერ უკანონოდ მოპოვებული თევზის ჯამურმა ოდენობამ 700 კგ-ს გადააჭარბა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი.
დეპარტამენტის ცნობით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.
2024 წელს დეპარტამენტმა უკანონო თევზჭერის 653 ფაქტი გამოავლინა. მათ შორის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 275 ფაქტი შეიცავს. 2025 წელს კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, გაცილებით მეტ ლოკაციაზე 152-ით მეტი ფაქტი აღკვეთეს.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა. ეს ბრაკონიერობად მიიჩნევა.