https://sputnik-georgia.com/20260122/tbilissi-indur-samzareulos-musaoba-aekrzala-296757137.html
რას ვჭამთ: თბილისში ინდურ სამზარეულოს მუშაობა აეკრძალა
რას ვჭამთ: თბილისში ინდურ სამზარეულოს მუშაობა აეკრძალა
Sputnik საქართველო
სააგენტოს ინსპექტორებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. 22.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-22T18:15+0400
2026-01-22T18:15+0400
2026-01-22T18:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23416/91/234169132_0:179:3004:1869_1920x0_80_0_0_8c6500191b8d6919e78ad57fc6a36638.jpg
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საბურთალოს რაიონში მდებარე ინდურ სამზარეულოს უხეში დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სააგენტოს ცნობით, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტში ("ააკაშის საკვები") ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ინდურ სამზარეულოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები: სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არ იყო დაცული მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების (ეტიკეტირების) წესი, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. გამოვლენილი დარღვევებისათვის, ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23416/91/234169132_137:0:2866:2047_1920x0_80_0_0_893a657706a13deb76fa2a3445f3bdaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს
რას ვჭამთ: თბილისში ინდურ სამზარეულოს მუშაობა აეკრძალა
სააგენტოს ინსპექტორებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საბურთალოს რაიონში მდებარე ინდურ სამზარეულოს უხეში დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტში ("ააკაშის საკვები") ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.
ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ინდურ სამზარეულოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები: სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არ იყო დაცული მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების (ეტიკეტირების) წესი, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
გამოვლენილი დარღვევებისათვის, ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01.