https://sputnik-georgia.com/20260122/tbilisis-meria-wels-236-sportsmens-daajildovebs-296756445.html
თბილისის მერია წელს 236 თბილისელ სპორტსმენს დააჯილდოვებს
თბილისის მერია წელს 236 თბილისელ სპორტსმენს დააჯილდოვებს
Sputnik საქართველო
მერია აქტიურად არის ჩართული სპორტის წახალისების საქმეში, როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო სპორტის განვითარების მიმართულებით, აღნიშნა თბილისის მერმა. 22.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-22T17:02+0400
2026-01-22T17:02+0400
2026-01-22T17:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23930/78/239307897_7:0:1200:671_1920x0_80_0_0_6129f1223afe059d94310a3bd5350ba7.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება 23 იანვარს გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის ინფორმაციით, ღონისძებაზე დაჯილდოვდება 236 თბილისელი სპორტსმენი, რომლებმაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე განსაკუთრებული წარმატება მოიპოვეს. ასევე, დაჯილდოვდება ქალთა ხუთი და ამპუტანტ ფეხბურთელთაერთი გუნდი. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ღონისძიება, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც პროფესიული სპორტის წახალისებასა და ღვაწლმოსილი სპორტსმენების დაფასებას ემსახურება. "ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა და განვითარება. საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში წარმატებული სპორტსმენებისთვის წახალისების არაერთ პროგრამას ახორციელებს. აღნიშნულ მიმართულებას - ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტშიც. მეც, ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით ვცდილობ, რომ მაგალითი მივცე მომავალ თაობებს, კიდევ ერთხელ ვუთხრა, რამდენად მნიშვნელოვანია, იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, სპორტულად. ეს, პირველ რიგში, წაადგება ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას", - განაცხადა კახა კალაძემ. კალაძის თქმით, მერია აქტიურად არის ჩართული სპორტის წახალისების საქმეში, როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო სპორტის განვითარების მიმართულებით. "სხვადასხვა პროექტი, პროგრამა თუ ინიციატივა გვაქვს წარმოდგენილი. ამისთვის გამოყოფილი გვაქვს თანხები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რაც პროფესიული სპორტის წახალისებასა და ღვაწლმოსილი სპორტსმენების დაფასებას ემსახურება, წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებაა, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება", - აღნიშნა კალაძემ. მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 1 297 000 ლარს შეადგენას. მისივე თქმით, 2018 წლიდან დღემდე სულ დაჯილდოვდა 931 სპორტსმენი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23930/78/239307897_156:0:1051:671_1920x0_80_0_0_f0940edb2e1a375abefb74bd1f288dce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე
თბილისის მერია წელს 236 თბილისელ სპორტსმენს დააჯილდოვებს
მერია აქტიურად არის ჩართული სპორტის წახალისების საქმეში, როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო სპორტის განვითარების მიმართულებით, აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება 23 იანვარს გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე
თბილისის მერის ინფორმაციით, ღონისძებაზე დაჯილდოვდება 236 თბილისელი სპორტსმენი, რომლებმაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე განსაკუთრებული წარმატება მოიპოვეს. ასევე, დაჯილდოვდება ქალთა ხუთი და ამპუტანტ ფეხბურთელთაერთი გუნდი.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ღონისძიება, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც პროფესიული სპორტის წახალისებასა და ღვაწლმოსილი სპორტსმენების დაფასებას ემსახურება.
"ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა და განვითარება. საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში წარმატებული სპორტსმენებისთვის წახალისების არაერთ პროგრამას ახორციელებს. აღნიშნულ მიმართულებას - ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტშიც. მეც, ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით ვცდილობ, რომ მაგალითი მივცე მომავალ თაობებს, კიდევ ერთხელ ვუთხრა, რამდენად მნიშვნელოვანია, იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, სპორტულად. ეს, პირველ რიგში, წაადგება ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას", - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, მერია აქტიურად არის ჩართული სპორტის წახალისების საქმეში, როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო სპორტის განვითარების მიმართულებით.
"სხვადასხვა პროექტი, პროგრამა თუ ინიციატივა გვაქვს წარმოდგენილი. ამისთვის გამოყოფილი გვაქვს თანხები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რაც პროფესიული სპორტის წახალისებასა და ღვაწლმოსილი სპორტსმენების დაფასებას ემსახურება, წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებაა, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება", - აღნიშნა კალაძემ.
მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 1 297 000 ლარს შეადგენას.
მისივე თქმით, 2018 წლიდან დღემდე სულ დაჯილდოვდა 931 სპორტსმენი.