https://sputnik-georgia.com/20260122/sesazlebloba-da-ara-safrtxe-saqartvelosi-axali-satransporto-marsrutebi-seafases-296759262.html
შესაძლებლობა, და არა საფრთხე: საქართველოში ახალი სატრანზიტო მარშრუტები შეაფასეს
შესაძლებლობა, და არა საფრთხე: საქართველოში ახალი სატრანზიტო მარშრუტები შეაფასეს
Sputnik საქართველო
შაქარიშვილის თქმით, საქართველოს საკუთარი როლის და ფუნქციის გასაზრდელად ესაჭიროება შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და დესტაბილიზაციის რისკების მინიმუმამდე დაყვანა... 22.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-22T20:18+0400
2026-01-22T20:18+0400
2026-01-22T20:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/12/278685652_52:128:1106:721_1920x0_80_0_0_38b3c9bc8dc3079fa443c32c27da9dc2.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. რეგიონში ახალი პოტენციური სატრანზიტო მარშრუტების გაჩენა საქართველოსთვის საფრთხეს კი არა, დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს, თუ ქვეყანა ადეკვატურად შეაფასებს ახალ რეალობას და თავს „ნატოსა და ევროკავშირის ნანგრევებში“ არ ჩაითრევს, - წერს პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებებზე კომენტირებისას.შაქარიშვილის თქმით, ოპოზიციური მედია ავრცელებს ილჰამ ალიევის განცხადების დამახინჯებულ ვერსიას, რასაც ცრუ ნარატივის შექმნისთვის იყენებს - თითქოს საქართველო კარგავს სატრანზიტო ფუნქციას და თითქოს ყველა ახალი მარშრუტი საქართველოს გვერდს აუვლის.მისი თქმით, ალიევმა სინამდვილეში ისაუბრა იმაზე, რომ მიმდინარეობს მუშაობა აზია-ევროპის დამაკავშირებელ ახალ სატრანსპორტო კორიდორზე, რომელიც იქნება საქართველოზე გამავალი როგორც უკვე არსებული კორიდორის დანამატი, რადგან, რაც მეტი გზა იქნება ეს უკეთესია ყველასთვის - მიმწოდებლებისთვის, მომხმარებლებისთვის და ტრანზიტული ქვეყნებისთვის.ამასთან, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების კონსტიტუციური ჩანაწერს მან უწოდა „რისკ ფაქტორი“, რასაც შეუძლია ხელი შეუშალოს ქვეყანას საკუთარი პოტენციალის ათვისებაში და დაგვაკარგვინოს ისტორიული შანსი - მოიპოვოს ღირსეული ადგილი ახალ მსოფლიო წესრიგში.შაქარიშვილის თქმით, საქართველოს საკუთარი როლის და ფუნქციის გასაზრდელად ესაჭიროება შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და დესტაბილიზაციის რისკების მინიმუმამდე დაყვანა, და ასევე ნეიტრალიტეტი - მყარი გარანტი იმისა, რომ საქართველო არ აღმოჩნდება რუსეთთან დაპირისპირებულ ბანაკში.„თუ ჩვენ თვალს გავუსწორებთ ახალ რეალობას და ქვეყანას ძალით არ მოვაყოლებთ NATO-სა და ევროკავშირის ნანგრევებში, რეგიონში ახალი (სავარაუდო) სატრანზიტო გზების გაჩენა არა საფრთხე, არამედ დამატებითი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის“, - აღნიშნა მან.ტრამპის მარშრუტი8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთის, აშშ-ის და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ეხება.სომხეთი, ტრამპის მარშრუტის (TRIPP) ფარგლებში, შეერთებულ შტატებს 99 წლამდე ვადით 741-ე მარშრუტის განვითარების ექსკლუზიურ გრძელვადიან უფლებებს გადასცემს (სომხური კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს), რომლითაც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან სახმელეთო კავშირის დამყარების იმედი აქვს. ამერიკული მხარე მიწის ქვეიჯარით გადაცემას გეგმავს კონსორციუმისთვის, რომელიც ინფრასტრუქტურასა და მართვაზეა პასუხისმგებელი.
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/12/278685652_51:0:1188:853_1920x0_80_0_0_58246aa7617c3a2899ec369577561ce6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, კავკასია
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, კავკასია
შესაძლებლობა, და არა საფრთხე: საქართველოში ახალი სატრანზიტო მარშრუტები შეაფასეს
შაქარიშვილის თქმით, საქართველოს საკუთარი როლის და ფუნქციის გასაზრდელად ესაჭიროება შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და დესტაბილიზაციის რისკების მინიმუმამდე დაყვანა, ასევე ნეიტრალიტეტი
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. რეგიონში ახალი პოტენციური სატრანზიტო მარშრუტების გაჩენა საქართველოსთვის საფრთხეს კი არა, დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს, თუ ქვეყანა ადეკვატურად შეაფასებს ახალ რეალობას და თავს „ნატოსა და ევროკავშირის ნანგრევებში“ არ ჩაითრევს, - წერს პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებებზე კომენტირებისას.
შაქარიშვილის თქმით, ოპოზიციური მედია ავრცელებს ილჰამ ალიევის განცხადების დამახინჯებულ ვერსიას, რასაც ცრუ ნარატივის შექმნისთვის იყენებს - თითქოს საქართველო კარგავს სატრანზიტო ფუნქციას და თითქოს ყველა ახალი მარშრუტი საქართველოს გვერდს აუვლის.
მისი თქმით, ალიევმა სინამდვილეში ისაუბრა იმაზე, რომ მიმდინარეობს მუშაობა აზია-ევროპის დამაკავშირებელ ახალ სატრანსპორტო კორიდორზე, რომელიც იქნება საქართველოზე გამავალი როგორც უკვე არსებული კორიდორის დანამატი, რადგან, რაც მეტი გზა იქნება ეს უკეთესია ყველასთვის - მიმწოდებლებისთვის, მომხმარებლებისთვის და ტრანზიტული ქვეყნებისთვის.
„ქართველ ლიბერდებილებს ცხადია არ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ახალი ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, რეგიონის ქვეყნების როლის გაზრდა დაკავშირებადობის კუთხით და როგორ დაეხმარება ეს ყველაფერი გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, თავის მხრივ კი, როგორ სჭირდება ამ ყველაფერს მშვიდობა!“ - აღნიშნა შაქარიშვილმა.
ამასთან, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების კონსტიტუციური ჩანაწერს მან უწოდა „რისკ ფაქტორი“, რასაც შეუძლია ხელი შეუშალოს ქვეყანას საკუთარი პოტენციალის ათვისებაში და დაგვაკარგვინოს ისტორიული შანსი - მოიპოვოს ღირსეული ადგილი ახალ მსოფლიო წესრიგში.
შაქარიშვილის თქმით, საქართველოს საკუთარი როლის და ფუნქციის გასაზრდელად ესაჭიროება შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და დესტაბილიზაციის რისკების მინიმუმამდე დაყვანა, და ასევე ნეიტრალიტეტი - მყარი გარანტი იმისა, რომ საქართველო არ აღმოჩნდება რუსეთთან დაპირისპირებულ ბანაკში.
„თუ ჩვენ თვალს გავუსწორებთ ახალ რეალობას და ქვეყანას ძალით არ მოვაყოლებთ NATO-სა და ევროკავშირის ნანგრევებში, რეგიონში ახალი (სავარაუდო) სატრანზიტო გზების გაჩენა არა საფრთხე, არამედ დამატებითი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის“, - აღნიშნა მან.
8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთის, აშშ-ის და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ეხება.
სომხეთი, ტრამპის მარშრუტის (TRIPP) ფარგლებში, შეერთებულ შტატებს 99 წლამდე ვადით 741-ე მარშრუტის განვითარების ექსკლუზიურ გრძელვადიან უფლებებს გადასცემს (სომხური კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს), რომლითაც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან სახმელეთო კავშირის დამყარების იმედი აქვს. ამერიკული მხარე მიწის ქვეიჯარით გადაცემას გეგმავს კონსორციუმისთვის, რომელიც ინფრასტრუქტურასა და მართვაზეა პასუხისმგებელი.