https://sputnik-georgia.com/20260122/saqartvelosi-myofi-rusetis-moqalaqeebis-mesamedi-rezidenti-pirebia-296750365.html
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მესამედი რეზიდენტი პირები არიან
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მესამედი რეზიდენტი პირები არიან
Sputnik საქართველო
2025 წელს რუსეთის მოქალაქეების ხარჯებმა საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 14,87% შეადგინა. 22.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-22T10:52+0400
2026-01-22T10:52+0400
2026-01-22T10:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24536/77/245367794_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_ec7b6686c18eac54a2129a782a118d3a.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 30,7% ქვეყნის რეზიდენტები არიან, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.ეროვნული ბანკი რეზიდენტებად მიიჩნევს პირებს, რომლებიც ქვეყანაში 1 წელზე მეტი ვადით იმყოფებიან, ან ვინც ერთ წელზე მეტი ვადით აქ ყოფნას აპირებს.2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეზიდენტებად მიჩნეული არიან საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 30,7%, ბელარუსის მოქალაქეების 27,7% და უკრაინის 18,8%. თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა, მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წელს რუსეთის მოქალაქეების ხარჯებმა საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 14,87% შეადგინა. 2025 წელს რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს 697,3 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2024 წელთან შედრებით 17,97%-ით ნაკლებია.რაც შეეხება ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეებს, მათი ხარჯები 2025 წელს შესაბამისად, 89,7და 157,6 მილიონი აშშ დოლარი იყო. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები საქართველოში დახარჯული თანხების მიხედვით ტოპ-ათეულში შედიან.2025 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოს შემოსავალმა 4,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, შემოსავლები 5,98%-ით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24536/77/245367794_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_f58c95041324df958d29bf89358d2718.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მესამედი რეზიდენტი პირები არიან
2025 წელს რუსეთის მოქალაქეების ხარჯებმა საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 14,87% შეადგინა.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 30,7% ქვეყნის რეზიდენტები არიან, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკი რეზიდენტებად მიიჩნევს პირებს, რომლებიც ქვეყანაში 1 წელზე მეტი ვადით იმყოფებიან, ან ვინც ერთ წელზე მეტი ვადით აქ ყოფნას აპირებს.
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეზიდენტებად მიჩნეული არიან საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 30,7%, ბელარუსის მოქალაქეების 27,7% და უკრაინის 18,8%. თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა, მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წელს რუსეთის მოქალაქეების ხარჯებმა საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 14,87% შეადგინა. 2025 წელს რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს 697,3 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2024 წელთან შედრებით 17,97%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეებს, მათი ხარჯები 2025 წელს შესაბამისად, 89,7და 157,6 მილიონი აშშ დოლარი იყო. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები საქართველოში დახარჯული თანხების მიხედვით ტოპ-ათეულში შედიან.
2025 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოს შემოსავალმა 4,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, შემოსავლები 5,98%-ით გაიზარდა.