https://sputnik-georgia.com/20260122/saqartvelos-delegacia-ungretsi-tbilisi-da-budapesti-tanamsromlobis-gafartoebaze-msjeloben-296767557.html
საქართველოს დელეგაცია უნგრეთში: თბილისი და ბუდაპეშტი თანამშრომლობის გაფართოებაზე მსჯელობენ
საქართველოს დელეგაცია უნგრეთში: თბილისი და ბუდაპეშტი თანამშრომლობის გაფართოებაზე მსჯელობენ
Sputnik საქართველო
ხუთშაბათს ქართული მხარე უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილეს ატილა ბენედას შეხვდება. 22.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-22T22:12+0400
2026-01-22T22:12+0400
2026-01-23T02:01+0400
საქართველო
უნგრეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/16/296753687_0:18:841:491_1920x0_80_0_0_d4d508b5986d5bf6732ae1751e5cb1be.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ადასტურებს საქართველოსა და უნგრეთის აქტიურ თანამშრომლობას არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, არამედ დარგობრივი მიმართულებებითაც, სადაც უნგრეთი მზადაა გაუზიაროს საქართველოს თავისი გამოცდილება, განაცხადა უნგრეთში საქართველოს ელჩმა ნიკა ლალიაშვილმა.საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სამდღიანი ვიზიტი ბუდაპეშტში გრძელდება. ქართული მხარე დღეს უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილეს ატილა ბენედას შეხვდება. საპარლამენტო დელეგაცია დღესვე უნგრეთის ასევე დაგეგმილია მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთა "Fidelitas" -ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა.ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება უნგრეთის დემოგრაფიული პოლიტიკა, განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაალ მიქელაძემ. მისი თქმით, უნგრეთის დემოგრაფიული პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში ამ მხრივ ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანაა და ამ გამოცდილების გაზიარება ქართული დელეგაციისთვის ძალიან საინტერესო იქნება.„ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 12 წლის მანძილზე გადადგა ნაბიჯები დემოგრაფიის მიმართულებით, თუმცა ამ მხრივ ერთ-ერთ პრობლემად ისევ რჩება ქვეყანაში. მნიშვნელოვანია ოჯახების გაძლიერება და ტრადიციების პატივისცემა, რაც ორივე ქვეყნისათვის გადამწყვეტია“ - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.საქართველო და უნგრეთისაქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოვიდა.უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/16/296753687_0:0:747:560_1920x0_80_0_0_9a63b5b1040f2f13497ae9e8734f5063.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უნგრეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი
საქართველო, უნგრეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი
საქართველოს დელეგაცია უნგრეთში: თბილისი და ბუდაპეშტი თანამშრომლობის გაფართოებაზე მსჯელობენ
22:12 22.01.2026 (განახლებულია: 02:01 23.01.2026) ხუთშაბათს ქართული მხარე უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილეს ატილა ბენედას შეხვდება.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ადასტურებს საქართველოსა და უნგრეთის აქტიურ თანამშრომლობას არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, არამედ დარგობრივი მიმართულებებითაც, სადაც უნგრეთი მზადაა გაუზიაროს საქართველოს თავისი გამოცდილება, განაცხადა უნგრეთში საქართველოს ელჩმა ნიკა ლალიაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სამდღიანი ვიზიტი ბუდაპეშტში გრძელდება. ქართული მხარე დღეს უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილეს ატილა ბენედას შეხვდება. საპარლამენტო დელეგაცია დღესვე უნგრეთის ასევე დაგეგმილია მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთა "Fidelitas" -ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა.
„ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი არის კიდევ ერთი იმის დადასტურება, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, არამედ დარგობრივი მიმართულებებით ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს. არის რამდენიმე სფერო, რომელსაც ინტენსიური მუშაობა შეეხება“, - აღნიშნა ნიკა ლალიაშვილმა.
ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება უნგრეთის დემოგრაფიული პოლიტიკა, განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაალ მიქელაძემ. მისი თქმით, უნგრეთის დემოგრაფიული პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში ამ მხრივ ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანაა და ამ გამოცდილების გაზიარება ქართული დელეგაციისთვის ძალიან საინტერესო იქნება.
„ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 12 წლის მანძილზე გადადგა ნაბიჯები დემოგრაფიის მიმართულებით, თუმცა ამ მხრივ ერთ-ერთ პრობლემად ისევ რჩება ქვეყანაში. მნიშვნელოვანია ოჯახების გაძლიერება და ტრადიციების პატივისცემა, რაც ორივე ქვეყნისათვის გადამწყვეტია“ - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოვიდა.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.