https://sputnik-georgia.com/20260122/romeli-qveynebidan-semodis-saqartvelosi-sursati-ziritadi-importiori-qveynebi-296761938.html
რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში სურსათი - ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები
რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში სურსათი - ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები
Sputnik საქართველო
ფასების ზრდას სწავლობს სამთავრობო კომისია და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თებერვალში საკითხის შესწავლაში დროებითი საპარლამენტო კომისია... 22.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-22T21:28+0400
2026-01-22T21:28+0400
2026-01-22T21:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/70/245977039_0:65:3410:1983_1920x0_80_0_0_0fd8589db348bf8125a3aea87e5aec2a.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველომ 2025 წელს 2,2 მილიარდი დოლარის ღირებულების საკვები, სასურსათო ნედლეული და სასმელის იმპორტირება მოახდინა, რაც 20%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით, ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.იმპორტირებული პროდუქტების ძირითადი ნაწილია ხორცი, ხორცის სუბპროდუქტები და რძის ნაწარმი.ასევე, ათეულში შედის მარცვლეული და ბურღულეული, სასმელები (ალკოჰოლური სასმელების ჩათვლით), ცხიმები, ზეთები და შაქარი.რუსეთი საკვებისა და სასმელების წამყვანი მომწოდებელია 539 მილიონი დოლარის იმპორტით. მეორე ადგილზეა თურქეთი 242 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე უკრაინა 139 მილიონი დოლარით.საქართველო ასევე ახორციელებს საკვები პროდუქტების იმპორტს ბრაზილიიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან.ადგილობრივი წარმოების ნაკლებობა იყო მთავარი განსახილველი საკითხი სურსათის მაღალ ფასებთან დაკავშირებული დისკუსიების დროს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის დეკემბრის დასაწყისში განაცხადა სურსათის ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ს შეადგენს, რაც შეიძლება კარტელური გარიგების არსებობაზე მიუთითებდეს.ფასების ზრდას სწავლობს სამთავრობო კომისია და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თებერვალში საკითხის შესწავლაში დროებითი საპარლამენტო კომისია ჩაერთვება.ქვეყნის ქსელური მაღაზიებისა და დისტრიბუტორების წარმომადგენლებმა, რომლებსაც საკუთარი ხედვა აქვთ ბაზრის საკითხებზე, გამოთქვეს მზადყოფნა, განიხილონ სურსათის ფასების საკითხები.დღეს სადისტრიბუციო კომპანიებსა და სავაჭრო ქსელებში დოკუმენტების გამოთხოვის მიზნით სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/70/245977039_340:0:3071:2048_1920x0_80_0_0_c777cc8bbedd25886bd0abc8ed9621f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი
რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში სურსათი - ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები
ფასების ზრდას სწავლობს სამთავრობო კომისია და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თებერვალში საკითხის შესწავლაში დროებითი საპარლამენტო კომისია ჩაერთვება.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველომ 2025 წელს 2,2 მილიარდი დოლარის ღირებულების საკვები, სასურსათო ნედლეული და სასმელის იმპორტირება მოახდინა, რაც 20%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით, ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
იმპორტირებული პროდუქტების ძირითადი ნაწილია ხორცი, ხორცის სუბპროდუქტები და რძის ნაწარმი.
ასევე, ათეულში შედის მარცვლეული და ბურღულეული, სასმელები (ალკოჰოლური სასმელების ჩათვლით), ცხიმები, ზეთები და შაქარი.
რუსეთი საკვებისა და სასმელების წამყვანი მომწოდებელია 539 მილიონი დოლარის იმპორტით. მეორე ადგილზეა თურქეთი 242 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე უკრაინა 139 მილიონი დოლარით.
საქართველო ასევე ახორციელებს საკვები პროდუქტების იმპორტს ბრაზილიიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან.
ადგილობრივი წარმოების ნაკლებობა იყო მთავარი განსახილველი საკითხი სურსათის მაღალ ფასებთან დაკავშირებული დისკუსიების დროს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის დეკემბრის დასაწყისში განაცხადა სურსათის ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ს შეადგენს, რაც შეიძლება კარტელური გარიგების არსებობაზე მიუთითებდეს.
ფასების ზრდას სწავლობს სამთავრობო კომისია და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თებერვალში საკითხის შესწავლაში დროებითი საპარლამენტო კომისია ჩაერთვება.
ქვეყნის ქსელური მაღაზიებისა და დისტრიბუტორების წარმომადგენლებმა, რომლებსაც საკუთარი ხედვა აქვთ ბაზრის საკითხებზე, გამოთქვეს მზადყოფნა, განიხილონ სურსათის ფასების საკითხები.
დღეს სადისტრიბუციო კომპანიებსა და სავაჭრო ქსელებში დოკუმენტების გამოთხოვის მიზნით სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.