მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

18-მა ქვეყანამ დავოსში „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას მოაწერა ხელი

© Пресс-служба президента Азербайджана / გადასვლა მედიაბანკშიდავოსში 18-მა ქვეყანამ „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას მოაწერა ხელი
დავოსში 18-მა ქვეყანამ „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას მოაწერა ხელი - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2026
გამოწერა
ამერიკელმა ლიდერმა შესთავაზა მსოფლიოს ახალი საერთაშორისო სტრუქტურის შექმნა და მონაწილეობის მოსაწვევები რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურს გაუგზავნა.
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik.დავოსში ჰაზის საკითხზე აშშ-ის მიერ დაფუძნებული მშვიდობის საბჭოს წესდებას 18-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი, გამომდინარეობს ღონისძიების ტრანსლაციიდან.
აშშ-ის გარდა, დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთმა, არგენტინამ, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა, უნგრეთმა, ინდონეზიამ, იორდანიამ, ყაზახეთმა, თვითგამოცხადებულმა კოსოვომ, პაკისტანმა, პარაგვაიმ, კატარმა, საუდის არაბეთმა, თურქეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, უზბეკეთმა და მონღოლეთმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ „მშვიდობის საბჭოს“ ურთიერთქმედებამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან შესაძლოა შექმნას უნიკალური ფორმატი გლობალური კონფლიქტების მოგვარებისთვის.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ საბჭოს წესდება ძალაში შევიდა და სტრუქტურამ ოფიციალური საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსი მიიღო. საბჭოს სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ შეუერთდნენ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ მადლობა გადაუხადა ვაშინგტონს „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების მოწვევისთვის. მოსკოვი უპასუხებს მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს დოკუმენტებს და გაივლის კონსულტაციებს პარტნიორებთან. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა, გამოყოს 1 მილიარდი დოლარის დახმარება პალესტინელებისთვის, რისთვისაც გაყინული აქტივების გამოყენა არის შესაძლებელი.
ყველა ახალი ამბავი
0