https://sputnik-georgia.com/20260122/momxmarebelta-uflebebis-dacva-saqartvelosi-eatom-dajarimda-teqnikis-marazia-296756893.html
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში: რატომ დაჯარიმდა ტექნიკის მაღაზია
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში: რატომ დაჯარიმდა ტექნიკის მაღაზია
Sputnik საქართველო
საქმის მოკვლევის შედეგად საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დაადგინა, რომ მოვაჭრემ ვერ შეასრულა ნივთის ნაკლის აღმოფხვრასთან... 22.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-22T19:40+0400
2026-01-22T19:40+0400
2026-01-22T19:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
კომპანიების ახალი ამბები
კონკურენციის სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24884/12/248841213_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_0dd15cb7e3ec36220f058d919467cefb.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ტექნიკის მაღაზია adashop.ge 31185 ლარით დაჯარიმდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიЮროგორც უწყებაში განაცხადეს, მოვაჭრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე სააგენტოს ოთხმა მომხმარებელმა მიმართა - სადავო ნივთებს სხვადასხვა სახის ტექნიკა და ავეჯი წარმოადგენდა. საქმის მოკვლევის შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ მოვაჭრემ ვერ შეასრულა ნივთის ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ვალდებულებები, ასევე ვერ უზრუნველყო მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებში მოყვანა. ამასთან, მოვაჭრემ უგულებელყო მომხმარებლის უფლება - დისტანციური ვაჭრობისას, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, 14-დღიან ვადაში ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე.სააგენტოს ცნობითმომხმარებლების განცხადებით, მოვაჭრეს არ განუხორციელებია არანაირი ქმედება მათი დარღვეული უფლების აღსადგენად, აღნიშნეს უწყებაში. შპს "ადას" წინააღმდეგ საქმის შესწავლა თავდაპირველად პირობითი ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მოვაჭრეს დაევალა, საქმიანობის შიდა პოლიტიკის შეცვლა და იმ მომხმარებელთა უფლებების აღდგენა, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოვაჭრემ დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, GCCA-მა მის მიმართ, კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საქმის შესწავლა ხელახლა დაიწყო. " შპს "ადამ" არც განახლებული წარმოების ფარგლებში უზრუნველყო მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, რის შედეგადაც კომპანია 31.185 ლარით დაჯარიმდა", - აღნიშულია ინფორმაციაში. საქართველოში "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" ახალი კანონი 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა. მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევვსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24884/12/248841213_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_0454911e1af720adaee3747d610c2700.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კომპანიების ახალი ამბები, კონკურენციის სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კომპანიების ახალი ამბები, კონკურენციის სააგენტო
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში: რატომ დაჯარიმდა ტექნიკის მაღაზია
საქმის მოკვლევის შედეგად საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დაადგინა, რომ მოვაჭრემ ვერ შეასრულა ნივთის ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ვალდებულებები
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ტექნიკის მაღაზია adashop.ge 31185 ლარით დაჯარიმდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიЮ
როგორც უწყებაში განაცხადეს, მოვაჭრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე სააგენტოს ოთხმა მომხმარებელმა მიმართა - სადავო ნივთებს სხვადასხვა სახის ტექნიკა და ავეჯი წარმოადგენდა.
საქმის მოკვლევის შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ მოვაჭრემ ვერ შეასრულა ნივთის ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ვალდებულებები, ასევე ვერ უზრუნველყო მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებში მოყვანა. ამასთან, მოვაჭრემ უგულებელყო მომხმარებლის უფლება - დისტანციური ვაჭრობისას, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, 14-დღიან ვადაში ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე.
სააგენტოს ცნობითმომხმარებლების განცხადებით, მოვაჭრეს არ განუხორციელებია არანაირი ქმედება მათი დარღვეული უფლების აღსადგენად, აღნიშნეს უწყებაში.
შპს "ადას" წინააღმდეგ საქმის შესწავლა თავდაპირველად პირობითი ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მოვაჭრეს დაევალა, საქმიანობის შიდა პოლიტიკის შეცვლა და იმ მომხმარებელთა უფლებების აღდგენა, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოვაჭრემ დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, GCCA-მა მის მიმართ, კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საქმის შესწავლა ხელახლა დაიწყო.
" შპს "ადამ" არც განახლებული წარმოების ფარგლებში უზრუნველყო მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, რის შედეგადაც კომპანია 31.185 ლარით დაჯარიმდა", - აღნიშულია ინფორმაციაში.
საქართველოში "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" ახალი კანონი 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა. მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევვსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge.