https://sputnik-georgia.com/20260122/kalaze-tbilissi-teqnikuri-marilit-trotuarebi-da-meore-mesamexarisxovani-qucebi-musavdeba-296753080.html
კალაძე: თბილისში ტექნიკური მარილით ტროტუარები და მეორე-მესამეხარისხოვანი ქუჩები მუშავდება
კალაძე: თბილისში ტექნიკური მარილით ტროტუარები და მეორე-მესამეხარისხოვანი ქუჩები მუშავდება
Sputnik საქართველო
ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში თოვლის სახით უხვი ნალექი მოვიდა. 22.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-22T14:37+0400
2026-01-22T14:37+0400
2026-01-22T14:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/14/296716323_0:0:3104:1745_1920x0_80_0_0_9ac138c5f864a16b85da187fceaf3e85.jpg
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. 17 იანვრიდან დღემდე მოსული უხვის ნალექის გამო ქალაქის მასშტაბით 5 ათას ტონაზე მეტი მარილი დაიყარა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. დედაქალაქში თოვლის სახით უხვი ნალექის გამო 17 იანვრის საღამოდან თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გზების უწყვეტი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები ტექნიკური მარილით მუშავდებოდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩების, ასევე ჩიხების გაწმენდა და ტექნიკური მარილით დამუშავება მიმდინარეობს. კალაძემ მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო დღეებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა დედაქალაქში გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი. "ზამთარი წინ გვაქვს, მუნიციპალიტეტი მზადაა ყველა გამოწვევისთვის, მოსახლეობას კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ზამთრის განმავლობაში, გზებზე ვიმოძრაოთ შესაბამისი საბურავებით, რათა საფრთხე არ შევუქმნათ არც საკუთარ და არც სხვის სიცოცხლეს", - განაცხადა მერმა. უამინდობის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22. სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 იანვრის დღის ბოლოს გაძლიერდება ყინვა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 23 იანვრიდან დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/14/296716323_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_4635b2318225ac59d69762fb77380f28.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
კალაძე: თბილისში ტექნიკური მარილით ტროტუარები და მეორე-მესამეხარისხოვანი ქუჩები მუშავდება
ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში თოვლის სახით უხვი ნალექი მოვიდა.
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. 17 იანვრიდან დღემდე მოსული უხვის ნალექის გამო ქალაქის მასშტაბით 5 ათას ტონაზე მეტი მარილი დაიყარა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დედაქალაქში თოვლის სახით უხვი ნალექის გამო 17 იანვრის საღამოდან თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გზების უწყვეტი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები ტექნიკური მარილით მუშავდებოდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩების, ასევე ჩიხების გაწმენდა და ტექნიკური მარილით დამუშავება მიმდინარეობს.
"თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები კვლავ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. 17 იანვრის საღამოდან დღემდე იწმინდება გზები დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე. ხდება მუდმივი მონიტორინგი, უბნების შემოვლა და შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნა თბილისის მერმა.
კალაძემ მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო დღეებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა დედაქალაქში გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი.
"ზამთარი წინ გვაქვს, მუნიციპალიტეტი მზადაა ყველა გამოწვევისთვის, მოსახლეობას კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ზამთრის განმავლობაში, გზებზე ვიმოძრაოთ შესაბამისი საბურავებით, რათა საფრთხე არ შევუქმნათ არც საკუთარ და არც სხვის სიცოცხლეს", - განაცხადა მერმა.
უამინდობის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 იანვრის დღის ბოლოს გაძლიერდება ყინვა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 23 იანვრიდან დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.