https://sputnik-georgia.com/20260121/zaxarova-dasavletis-rikorika-absurdis-teatrad-gadaiqca-296748488.html
ზახაროვა: დასავლეთის რიტორიკა აბსურდის თეატრად გადაიქცა
ზახაროვა: დასავლეთის რიტორიკა აბსურდის თეატრად გადაიქცა
Sputnik საქართველო
ზახაროვას თქმი, ევროპული ქვეყნები დაუღალავად და ზედმიწევნით აგრძელებენ რუსეთიდან ნებისმიერი სიახლის „შეწოვას“, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელოს, 21.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-21T20:33+0400
2026-01-21T20:33+0400
2026-01-21T20:33+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
ევროპა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/09/294864087_0:63:3417:1985_1920x0_80_0_0_41bfbffaa9bbd452842adfe6f19cf196.jpg
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. დასავლური მედია მკითხველს განზრახ აწვდის ცალმხრივ და მიკერძოებულ ინფორმაციას, ყურადღებით აკვირდება და ახარისხებს რუსეთიდან წამოსულ ნებისმიერ სიახლეს, მათ შორის რეგიონალურსაც, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „Радио Sputnik"-ის ეთერში.მისი თქმით, ევროპულ მედიაში რუსული საინფორმაციო დღის წესრიგის ასახვა ევროპულ ყალიბდება კონტექსტში, რომელიც სასარგებლოა დასავლეთისა და მისი პოლიტიკური ელიტებისთვის.მან დასავლური მედიის რიტორიკა ოსკარ უაილდის რომანს „დორიან გრეის პორტრეტს“ შეადარა და აღნიშნა, რომ ევროპელ ჟურნალისტებს თავიანთი ქვეყნების შიდა პოლიტიკისთვის რომ მიექციათ ყურადღება, ისინი „ურჩხულის სახეს“ დაინახავდნენ.მისი აზრით, თავად ევროპის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების ასახვა დიდი ხანია აბსურდის თეატრად და პანოპტიკუმად გადაიქცა.„მათი ყველაზე სერიოზული დღის წესრიგი დიდი ხანია აბსურდის თეატრად, ხრიკად, ფეიკ-შოუდ გადაიქცა... და ეს ერთდროულად სასაცილოცაა და საშიშიც, ხვდებით ალბათ. სანქციების პაკეტებიდან დაწყებული თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ნაბიჯებით დამთავრებული“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.ამასთან, ევროპული ქვეყნები დაუღალავად და ზედმიწევნით აგრძელებენ რუსეთიდან ნებისმიერი სიახლის „შეწოვას“, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელოს, დასძინა ზახაროვამ.
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/09/294864087_344:0:3075:2048_1920x0_80_0_0_049cdbb95f6cb3627b3debc90732c866.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, ევროპა, პოლიტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, ევროპა, პოლიტიკა, ახალი ამბები
ზახაროვა: დასავლეთის რიტორიკა აბსურდის თეატრად გადაიქცა
ზახაროვას თქმი, ევროპული ქვეყნები დაუღალავად და ზედმიწევნით აგრძელებენ რუსეთიდან ნებისმიერი სიახლის „შეწოვას“, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელოს,
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. დასავლური მედია მკითხველს განზრახ აწვდის ცალმხრივ და მიკერძოებულ ინფორმაციას, ყურადღებით აკვირდება და ახარისხებს რუსეთიდან წამოსულ ნებისმიერ სიახლეს, მათ შორის რეგიონალურსაც, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „Радио Sputnik"-ის ეთერში.
მისი თქმით, ევროპულ მედიაში რუსული საინფორმაციო დღის წესრიგის ასახვა ევროპულ ყალიბდება კონტექსტში, რომელიც სასარგებლოა დასავლეთისა და მისი პოლიტიკური ელიტებისთვის.
„ბოლოს და ბოლოს, ისინი (დასავლური მედია - Sputnik) ხომ რუსეთიდან ახალი ამბების შერჩევით არიან დაკავებული, რათა აქ მიმდინარე მოვლენები ცალმხრვ დღის წესრიგად წარმოაჩინონ“, - აღნიშნა ზახაროვამ.
მან დასავლური მედიის რიტორიკა ოსკარ უაილდის რომანს „დორიან გრეის პორტრეტს“ შეადარა და აღნიშნა, რომ ევროპელ ჟურნალისტებს თავიანთი ქვეყნების შიდა პოლიტიკისთვის რომ მიექციათ ყურადღება, ისინი „ურჩხულის სახეს“ დაინახავდნენ.
„ჩვენი პორტრეტის ხატვისას, მათ დაავიწყდათ, რომ აქვთ სარკე, რომელშიც პერიოდულად უნდა ჩაიხედონ. და ამ სარკეში მათ დიდი ხნის წინ უნდა შეემჩნიათ ურჩხულის სახე. ეს ნამდვილად არის ნაწარმოების ისტორია, სახელწოდებით „დორიან გრეის პორტრეტი“, - ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ.
მისი აზრით, თავად ევროპის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების ასახვა დიდი ხანია აბსურდის თეატრად და პანოპტიკუმად გადაიქცა.
„მათი ყველაზე სერიოზული დღის წესრიგი დიდი ხანია აბსურდის თეატრად, ხრიკად, ფეიკ-შოუდ გადაიქცა... და ეს ერთდროულად სასაცილოცაა და საშიშიც, ხვდებით ალბათ. სანქციების პაკეტებიდან დაწყებული თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ნაბიჯებით დამთავრებული“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ამასთან, ევროპული ქვეყნები დაუღალავად და ზედმიწევნით აგრძელებენ რუსეთიდან ნებისმიერი სიახლის „შეწოვას“, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელოს, დასძინა ზახაროვამ.