https://sputnik-georgia.com/20260121/volski-saqartvelos-mshvidobis-sabchostan-mimartebit-swori-pozicia-ukavia-296743735.html
ვიცე-სპიკერი: საქართველოს „მშვიდობის საბჭოსთან“ მიმართებით სწორი პოზიცია უკავია
ვიცე-სპიკერი: საქართველოს „მშვიდობის საბჭოსთან“ მიმართებით სწორი პოზიცია უკავია
Sputnik საქართველო
„მშვიდობის საბჭოს“ მუშაობაში მონაწილეობის მოწვევა 56 ქვეყნის ლიდერმა მიიღო. 21.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-21T21:45+0400
2026-01-21T21:45+0400
2026-01-21T21:45+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_0:149:2400:1499_1920x0_80_0_0_8229becadecc2926eb1a0b2aed45cac5.jpg
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს სწორი პოზიცია უკავია და მსოფლიოში მიმდინარე რთულ პროცესებში არ არის ჩართული, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.საქართველოს „მშვიდობის საბჭოში" მონაწილეობის მისაღებად, სადაც 56 ქვეყანაა მიწვეული, მოწვევა არ მიუღია. „მშვიდობის საბჭოში“ მიწვეული არიან ის ქვეყნები, რომლებთან დაკავშირებითაც ისეთი მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც ომს უკავშირდება - იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ შუაგულ ევროპაში. ამ საკითხების მიხედვით არის შერჩეული ის ქვეყნები, ვისთანაც სალაპარაკო აქვთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან მეგობრობენ და ან რაიმე თბილი ურთიერთობების განვითარების მოლოდინში არიან. წმინდა ცივსისხლიანი პრაგმატიზმით არის გადაწყვეტილებები მიღებული და მისაღები. ამ ვითარებაში საქართველო თავისი მცირე რესურსებით სწორ პოზიციაზე დგას", - განაცხადა ვოლსკიმ.მისი თქმით, ექსპერტები არ ელოდებიან, რომ საქართველოს გარშემო დაპირისპირება იმ სიმწვავით განვითარდება, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში შეინიშნება.ტრამპის მიერ ორგანიზებული „მშვიდობის საბჭო“ თავდაპირველად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების ორგანოდ აღიქმებოდა. 2025 წლის ოქტომბერში მან გაეროს შესაბამისი მანდატი მიიღო. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოს“ უფლებამოსილებების გაფართოებას ცდილობს - „მშვიდობის საბჭოს“ მუშაობაში მონაწილეობის მოწვევა 56 ქვეყნის ლიდერმა მიიღო.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_302:151:2234:1600_1920x0_80_0_0_168f5648a3b7f42291f3d631477df82a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , ახალი ამბები
ვიცე-სპიკერი: საქართველოს „მშვიდობის საბჭოსთან“ მიმართებით სწორი პოზიცია უკავია
„მშვიდობის საბჭოს“ მუშაობაში მონაწილეობის მოწვევა 56 ქვეყნის ლიდერმა მიიღო.
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს სწორი პოზიცია უკავია და მსოფლიოში მიმდინარე რთულ პროცესებში არ არის ჩართული, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
საქართველოს „მშვიდობის საბჭოში" მონაწილეობის მისაღებად, სადაც 56 ქვეყანაა მიწვეული, მოწვევა არ მიუღია.
„მშვიდობის საბჭოში“ მიწვეული არიან ის ქვეყნები, რომლებთან დაკავშირებითაც ისეთი მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც ომს უკავშირდება - იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ შუაგულ ევროპაში. ამ საკითხების მიხედვით არის შერჩეული ის ქვეყნები, ვისთანაც სალაპარაკო აქვთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან მეგობრობენ და ან რაიმე თბილი ურთიერთობების განვითარების მოლოდინში არიან. წმინდა ცივსისხლიანი პრაგმატიზმით არის გადაწყვეტილებები მიღებული და მისაღები. ამ ვითარებაში საქართველო თავისი მცირე რესურსებით სწორ პოზიციაზე დგას", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ექსპერტები არ ელოდებიან, რომ საქართველოს გარშემო დაპირისპირება იმ სიმწვავით განვითარდება, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში შეინიშნება.
„რასაკვირველია, ჩვენ გვაწყობს, რომ სამშვიდობო პროცესი განვითარდეს და რა მეთოდით და ფორმატში მოხდება ეს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ დარწმუნებული ვართ და გვსურს, რომ გაცილებით ეფექტური იყოს, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭოა ან ის თავყრილობა, რომელიც პერიოდულად ბრიუსელში იკრიბება და საქართველოს ლანძღვა-გინების გარდა არაფრით არიან დაკავებული", - განაცხადა ვოლსკიმ.
ტრამპის მიერ ორგანიზებული „მშვიდობის საბჭო“ თავდაპირველად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების ორგანოდ აღიქმებოდა. 2025 წლის ოქტომბერში მან გაეროს შესაბამისი მანდატი მიიღო. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოს“ უფლებამოსილებების გაფართოებას ცდილობს - „მშვიდობის საბჭოს“ მუშაობაში მონაწილეობის მოწვევა 56 ქვეყნის ლიდერმა მიიღო.