https://sputnik-georgia.com/20260121/tbilisshi-gzebis-gawmenditi-samushaoebi-grzeldeba-296739238.html
„თბილსერვის ჯგუფის“ უფროსი: მომდევნო 2-3 დღეში ყველა მონაკვეთის დამუშავება დასრულდება
„თბილსერვის ჯგუფის“ უფროსი: მომდევნო 2-3 დღეში ყველა მონაკვეთის დამუშავება დასრულდება
Sputnik საქართველო
ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში თოვლის სახით უხვი ნალექი მოვიდა. 21.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-21T13:27+0400
2026-01-21T13:27+0400
2026-01-21T15:05+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/14/296721980_0:0:3169:1784_1920x0_80_0_0_a04c65c006ec4a5c793b1ddbcd853aa8.jpg
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. თბილისში და მის შემოგარენში მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში თოვლისა და ყინულისგან ყველა მონაკვეთი სრულად გაიწმინდება, განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი პაპავამ. დედაქალაქში თოვლის სახით უხვი ნალექის გამო 17 იანვრის საღამოდან თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გზების უწყვეტი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები ტექნიკური მარილით მუშავდებოდა. მისი თქმით, კომპანიის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ. ყველაზე რთული მდგომარეობა არის შემოერთებულ ტერიტორიებზე - კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, კიკეთი, ბეთანია. „ყველა მიმართულებით საგანგებო რეჟიმში ვართ. მომდევნო დღეების განმავლობაში ყველა მიმართულება აღდგება. „თბილსერვისის“ ნაწილში ყველგან არის წესრიგი. არის ერთეული ლოკაციები, სადაც სარეზერვო მიმართულებით გვაქვს ელექტროენერგია მიწოდებული. შესაბამისად, ყველგან არის უსაფრთხო გადაადგილება”, - განაცხადა პაპავამ. უამინდობის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22. თბილისში თოვა გუშინ შეწყდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 იანვრის დღის ბოლოს გაძლიერდება ყინვა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 23 იანვრიდან დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/14/296721980_286:0:3017:2048_1920x0_80_0_0_a46ec9e4c4a43d8ba1a7c42241a88185.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
„თბილსერვის ჯგუფის“ უფროსი: მომდევნო 2-3 დღეში ყველა მონაკვეთის დამუშავება დასრულდება
13:27 21.01.2026 (განახლებულია: 15:05 21.01.2026) ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში თოვლის სახით უხვი ნალექი მოვიდა.
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. თბილისში და მის შემოგარენში მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში თოვლისა და ყინულისგან ყველა მონაკვეთი სრულად გაიწმინდება, განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი პაპავამ.
დედაქალაქში თოვლის სახით უხვი ნალექის გამო 17 იანვრის საღამოდან თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გზების უწყვეტი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები ტექნიკური მარილით მუშავდებოდა.
„ამ ეტაპზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა მონაკვეთის დამუშავება დასრულდება, საუბარია თოვლისა და ყინულისგან გაწმენდაზე. უამრავი ხე არის დაზიანებული, რომელმაც სადენები დააზიანა…ასევე, ფეხით გადასასვლელები, ხიდები, საპარკინგე სივრცეები”, - განაცხადა პაპავამ.
მისი თქმით, კომპანიის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ. ყველაზე რთული მდგომარეობა არის შემოერთებულ ტერიტორიებზე - კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, კიკეთი, ბეთანია.
„ყველა მიმართულებით საგანგებო რეჟიმში ვართ. მომდევნო დღეების განმავლობაში ყველა მიმართულება აღდგება. „თბილსერვისის“ ნაწილში ყველგან არის წესრიგი. არის ერთეული ლოკაციები, სადაც სარეზერვო მიმართულებით გვაქვს ელექტროენერგია მიწოდებული. შესაბამისად, ყველგან არის უსაფრთხო გადაადგილება”, - განაცხადა პაპავამ.
უამინდობის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.
თბილისში თოვა გუშინ შეწყდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 იანვრის დღის ბოლოს გაძლიერდება ყინვა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 23 იანვრიდან დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.