https://sputnik-georgia.com/20260121/studentebs-granti-2013-wlamde-sheunarchundebat-296736626.html
სტუდენტებს, რომლებმაც დაფინანსება 2026 წლამდე მოიპოვეს, გრანტი 2031 წლამდე შეუნარჩუნდებათ
სტუდენტებს, რომლებმაც დაფინანსება 2026 წლამდე მოიპოვეს, გრანტი 2031 წლამდე შეუნარჩუნდებათ
Sputnik საქართველო
საქართველოში 2026–2027 სასწავლო წლიდან უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი იცვლება, როლის თანახმადაც გაუქმდება საგრანტო დაფინანსება 21.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-21T14:00+0400
2026-01-21T14:00+0400
2026-01-21T14:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/62/233936236_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_f3161511cf4c841fd3d46eda2f9811c7.jpg
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. სტუდენტებს, რომლებმაც დაფინანსება 2026 წლამდე მოიპოვეს, გრანტი 2031 წლამდე შეუნარჩუნდებათ, შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.2026 წლამდე სახელმწიფო წარმატებული სტუდენტების განათლებას საგრანტო სისტემის მეშვეობით აფინანსებდა. გრანტის ოდენობა 100%-დან 30%-მდე მერყეობდა და ხელმისაწვდომი იყო საქართველოს ყველა უნივერსიტეტისთვის.საქართველოში 2026–2027 სასწავლო წლიდან უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი იცვლება, როლის თანახმადაც გაუქმდება საგრანტო დაფინანსება - სახელმწიფო სრულად დაფარავს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების სწავლის საფასურს.კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო გრანტი აღარ მიეცემათ და მათ მოუწევთ თავად დაფარონ სწავლის საფასური.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 63 აკრედიტებული უნივერსიტეტია, რომელთაგან 19 სახელმწიფოა. უმაღლესი სასწავლებლების 64% თბილისშია განთავსებული, დანარჩენი კი ქვეყნის მსხვილ ქალაქებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/62/233936236_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_517eba37d3aa6f3a6aef4e18efeb4e50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
სტუდენტებს, რომლებმაც დაფინანსება 2026 წლამდე მოიპოვეს, გრანტი 2031 წლამდე შეუნარჩუნდებათ
საქართველოში 2026–2027 სასწავლო წლიდან უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი იცვლება, როლის თანახმადაც გაუქმდება საგრანტო დაფინანსება
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. სტუდენტებს, რომლებმაც დაფინანსება 2026 წლამდე მოიპოვეს, გრანტი 2031 წლამდე შეუნარჩუნდებათ, შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.
2026 წლამდე სახელმწიფო წარმატებული სტუდენტების განათლებას საგრანტო სისტემის მეშვეობით აფინანსებდა. გრანტის ოდენობა 100%-დან 30%-მდე მერყეობდა და ხელმისაწვდომი იყო საქართველოს ყველა უნივერსიტეტისთვის.
საქართველოში 2026–2027 სასწავლო წლიდან უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი იცვლება, როლის თანახმადაც გაუქმდება საგრანტო დაფინანსება - სახელმწიფო სრულად დაფარავს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების სწავლის საფასურს.
კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო გრანტი აღარ მიეცემათ და მათ მოუწევთ თავად დაფარონ სწავლის საფასური.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 63 აკრედიტებული უნივერსიტეტია, რომელთაგან 19 სახელმწიფოა. უმაღლესი სასწავლებლების 64% თბილისშია განთავსებული, დანარჩენი კი ქვეყნის მსხვილ ქალაქებში.