SOCAR-ი ყულევის შავი ზღვის ტერმინალის გაფართოების დაწყებას აანონსებს

© photo: SputnikSOCAR-ის ოფისი
SOCAR-ის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2026
გამოწერა
2025 წელს ყულევის ტერმინალმა 2,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქტები გადაამუშავა.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი საქართველოში, ყულევის შავი ზღვის ტერმინალში გაფართოების სამუშაოებს დაიწყებს, იუწყება მედიაპლატფორმა BMG აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით.
ამ დროისთვის SOCAR-ი საქართველოში ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი მომწოდებელია.
კომპანია ტერმინალის გაფართოებას აანონსებს და ოთხი ახალი საცავი ავზის მშენებლობას გეგმავს. თითოეული ავზი 20 000 კუბური მეტრის ტევადობის იქნება. ყულევის ტერმინალში რეზერვუარების ახალი პარკის მშენებლობა წელს დაიწყება და დასრულება 2027 წლის შუა პერიოდისთვის იგეგმება", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, დაგეგმილია რკინიგზის ახალი ესტაკადისა და ტალღმტეხის კონცეფციის შერჩევის ეტაპის დასრულება, ასევე მესამე ნავმისადგომის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ჩატარება.
2025 წელს ყულევის ტერმინალმა 2,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქტები გადაამუშავა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ფლობდა საქართველოში ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, აქტიურად იძენს ქვეყნის შიდა გაზის გადამცემ სისტემებს. SOCAR-ის შვილობილი კომპანიები აფართოებენ და ახდენენ ქვეყნის გაზგამანაწილებელი სისტემების მოდერნიზაციას, SOCAR-ის ბრენდის ქვეშ ავითარებენ ბენზინგასამართი სადგურების ქსელს და ფლობენ ნავთობტერმინალს საქართველოს შავი ზღვის პორტ ყულევში, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული ნავთობი და ნავთობპროდუქტები მსოფლიო ბაზრებზე გადაიზიდება.
ყველა ახალი ამბავი
0