https://sputnik-georgia.com/20260121/sagareo-saqmeta-saministro-tanker-veronica-296740623.html
არიან თუ არა აშშ-ის მიერ დაკავებული გემის ეკიპაჟში ქართველები: საგარეო უწყების განმარტება
არიან თუ არა აშშ-ის მიერ დაკავებული გემის ეკიპაჟში ქართველები: საგარეო უწყების განმარტება
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, 15 იანვარს ტანკერი Veronica კარიბის ზღვაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო სარდლობამ ვენესუელასთან კავშირის გამო დააკავა. 21.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-21T15:00+0400
2026-01-21T15:00+0400
2026-01-21T15:00+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0b/285570349_0:104:3150:1876_1920x0_80_0_0_7c09b70b2b90dfd2c068d3fec848f039.jpg
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. აშშ-ის მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერი Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასა და დაკავებასთან დაკავშირებით უწყებაში ინფორმაცია არ შემოსულა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 15 იანვარს კარიბის ზღვაში ვენესუელასთან კავშირის გამო დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე, რომელიც გაიანის დროშის ქვეშ ცურავდა, 5 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს საელჩო აშშ-ში შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს. ტანკერი Veronica, რომლის შესახებაც აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო სარდლობამ ინფორმაცია 15 იანვარს გაავრცელა, მეექვსე ტანკერია, რომელიც ვენესუელასთან კავშირების გამო დააკავეს. რამდენიმე კვირის წინ აშშ-მა ატლანტის ოკეანეში ტანკერი Marinera დააკავა, რომლის შემადგენლობაშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ექვსი მოქალაქე იყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირება და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0b/285570349_419:0:3150:2048_1920x0_80_0_0_b7c078ca63bab089ae5124ef1a65e39f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში
საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში
არიან თუ არა აშშ-ის მიერ დაკავებული გემის ეკიპაჟში ქართველები: საგარეო უწყების განმარტება
გავრცელებული ინფორმაციით, 15 იანვარს ტანკერი Veronica კარიბის ზღვაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო სარდლობამ ვენესუელასთან კავშირის გამო დააკავა.
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. აშშ-ის მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერი Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასა და დაკავებასთან დაკავშირებით უწყებაში ინფორმაცია არ შემოსულა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 15 იანვარს კარიბის ზღვაში ვენესუელასთან კავშირის გამო დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე, რომელიც გაიანის დროშის ქვეშ ცურავდა, 5 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა.
„ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს საელჩო აშშ-ში შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს.
ტანკერი Veronica, რომლის შესახებაც აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო სარდლობამ ინფორმაცია 15 იანვარს გაავრცელა, მეექვსე ტანკერია, რომელიც ვენესუელასთან კავშირების გამო დააკავეს.
რამდენიმე კვირის წინ აშშ-მა ატლანტის ოკეანეში ტანკერი Marinera დააკავა, რომლის შემადგენლობაშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ექვსი მოქალაქე იყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირება და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება.