https://sputnik-georgia.com/20260121/qartuli-ocnebis-gamoxmaureba-shewyalebaze-296740433.html
უხამსი საქციელი: „ქართული ოცნების“ რეაქცია მსჯავრდებულთა შეწყალების ირგვლივ სკანდალზე
უხამსი საქციელი: „ქართული ოცნების“ რეაქცია მსჯავრდებულთა შეწყალების ირგვლივ სკანდალზე
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, ვისაც იწყალებენ, იმას ამ შეწყალების მიღების სურვილი მაინც უნდა გააჩნდეს. 21.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-21T19:52+0400
2026-01-21T19:52+0400
2026-01-21T19:52+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/58/243525845_0:229:3233:2048_1920x0_80_0_0_c5a47ccc0bf80bbe281fada5a3ac0054.jpg
თბილისი, 21იანვარი — Sputnik. შეწყალების მოლოდინები და ამ თემით სპეკულაციები მოხდა განზრახ მთავრობის დისკრედიტაციის, მისი არაჰუმანურად წარმოჩენის და მის წინააღმდეგ კიდევ ერთი კამპანიის დასაწყებად, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.19 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პატიმარი შეიწყალა. მოსალოდნელი იყო, რომ სიაში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირებიც მოხვდებიოდნენ, ამიტომაც პატიმრების ნათესავები შეწყალების აქტს რუსთავისა და გლდანის ციხეებთან ელოდნენ, თუმცა, ასე არ მოხდა. ოპონენტები ამ ფორმით შეეცადნენ მთავრობის ჰუმანიტარული ნაბიჯის დაკნინებას, მსჯავრდებულთა ოჯახებში განზრახ ცრუ მოლოდინების შექმნას და ამის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას, განაცხადეს მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში".როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ადამიანები, ვინც, სავარაუდოდ, შეწყალებას იმსახურებენ, თავად არ ითხოვენ მას და არ აპირებენ შეწყალების გამოყენებას, მაშინაც კი, თუ ამის შესახებ ინფორმირებული არიან.დეპუტატის თქმით, ამ ისტორიაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც პირადი ინტერესებისთვის იყენებენ საკუთარი ნათესავების მდგომარეობას. ისინი ისე იქცევიან, თითქოს მხოლოდ მათ იციან სიმართლე, უგულებელყოფენ კანონებს, კონსტიტუციას, სასამართლო გადაწყვეტილებებს და ვიდეომტკიცებულებებსაც კი, დასძინა პოლიტიკოსმა.„ეს მათ მიერ შექმნილი ილუზიაა. და სწორედ ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ შეწყალების რეალური მოლოდინი და არც რაიმე განსაკუთრებული სურვილი არ აქვთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.პროტესტი თბილისშითბილისში საპროტესტო აქციები, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით, ამ მოთხოვნას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/58/243525845_756:191:3233:2048_1920x0_80_0_0_4a1cc8cf82741c7436b0ea53010b1105.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
უხამსი საქციელი: „ქართული ოცნების“ რეაქცია მსჯავრდებულთა შეწყალების ირგვლივ სკანდალზე
დეპუტატის თქმით, ვისაც იწყალებენ, იმას ამ შეწყალების მიღების სურვილი მაინც უნდა გააჩნდეს.
თბილისი, 21იანვარი — Sputnik. შეწყალების მოლოდინები და ამ თემით სპეკულაციები მოხდა განზრახ მთავრობის დისკრედიტაციის, მისი არაჰუმანურად წარმოჩენის და მის წინააღმდეგ კიდევ ერთი კამპანიის დასაწყებად, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
19 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პატიმარი შეიწყალა. მოსალოდნელი იყო, რომ სიაში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირებიც მოხვდებიოდნენ, ამიტომაც პატიმრების ნათესავები შეწყალების აქტს რუსთავისა და გლდანის ციხეებთან ელოდნენ, თუმცა, ასე არ მოხდა. ოპონენტები ამ ფორმით შეეცადნენ მთავრობის ჰუმანიტარული ნაბიჯის დაკნინებას, მსჯავრდებულთა ოჯახებში განზრახ ცრუ მოლოდინების შექმნას და ამის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას, განაცხადეს მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში".
„ამ მოლოდინების და მის ირგვლივ სპეკულაციების ტირაჟირება იყო ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენების მცდელობა, არაადამიანური მთავრობის იმიჯის შექმნა და მის წინააღმდეგ კიდევ ერთი კამპანიის დაწყება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ადამიანები, ვინც, სავარაუდოდ, შეწყალებას იმსახურებენ, თავად არ ითხოვენ მას და არ აპირებენ შეწყალების გამოყენებას, მაშინაც კი, თუ ამის შესახებ ინფორმირებული არიან.
„ყველამ გავიგონეთ ეს განცხადებები: თუ ისინი ძალით გაგვიყვანენ, სხვა საქმეა, ისე კი ჩვენ არავის ვთხოვთ შეწყალებას. ეს ღიად გაცხადდა და ხელოვნურად შექმნილი მოლოდინი სპეკულაციურია - მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ ხელისუფლება, სავარაუდოდ, აწამებს დაკავებულებს ან მათ მხარდამჭერებს“, - აღნიშნა მან.
დეპუტატის თქმით, ამ ისტორიაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც პირადი ინტერესებისთვის იყენებენ საკუთარი ნათესავების მდგომარეობას. ისინი ისე იქცევიან, თითქოს მხოლოდ მათ იციან სიმართლე, უგულებელყოფენ კანონებს, კონსტიტუციას, სასამართლო გადაწყვეტილებებს და ვიდეომტკიცებულებებსაც კი, დასძინა პოლიტიკოსმა.
„ეს მათ მიერ შექმნილი ილუზიაა. და სწორედ ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ შეწყალების რეალური მოლოდინი და არც რაიმე განსაკუთრებული სურვილი არ აქვთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.
თბილისში საპროტესტო აქციები, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით, ამ მოთხოვნას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.