https://sputnik-georgia.com/20260121/qartuli-gvino-ucxour-serialshi-gamochndeba-296739782.html
ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინო უცხოურ სერიალში გამოჩნდება
ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინო უცხოურ სერიალში გამოჩნდება
Sputnik საქართველო
სერიალ DROPS OF GOD-ის მეორე სეზონის ნაწილი საქართველოში გადაიღეს და მასში ქართულ ღვინო და გასტრონომიაა წარმოჩენილი. 21.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-21T18:45+0400
2026-01-21T18:45+0400
2026-01-21T18:45+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091684_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_cfdb39dd0dfd980d733c7a3bf7aeef37.jpg
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. 21 იანვარს Apple TV-ზე EMMY-ს მფლობელი მრავალენოვანი სერიალ DROPS OF GOD-ის მეორე სეზონის პრემიერა შედგება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მაყურებელს ღვინის კულტურისა და გასტრონომიის სამყაროში, მათ შორის, საქართველოში ამოგზაურებს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.უწყების ცნობით, სერიალ DROPS OF GOD-ის მეორე სეზონის ნაწილი გადაღებულია საქართველოში - კინოკომპანიების „სტუდია 99“ და „ასი ფილმის“ მონაწილეობით, ასევე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროექტის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით.პროექტის კონსულტანტი იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი. მისი თქმით, მხატვრული სერიალი, რომელიც ღვინოზეა, გვერდს ვერ აუვლიდა საქართველოს. DROPS OF GOD ეფუძნება ამავე სახელწოდების ბესტსელერ იაპონურ მანგას და წარმოადგენს ფრანგულ-იაპონურ დრამას, რომელმაც კრიტიკოსებისა და მაყურებლების მაღალი შეფასება მოიპოვა მთელ მსოფლიოში. სერიალის გმირების მამას, ლეგენდარულ ფრანგ სომელიე ალექსანდრ ლეჟერს, შექმნილი აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძვირადღირებული ღვინის კოლექცია, რომლის გარშემოც პირველი სეზონის მოვლენები ვითარდება. ახალ სეზონში კი, გმირების ამოცანაა მიაგნონ კოლექციის ყველაზე საუკეთესო და ამავდროულად უსახელო ღვინის ბოთლის წარმოშობის ადგილს. სერიალის გმირი, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოშიც მოგზაურობს. DROPS OF GOD-ის პირველი სეზონი მაყურებელმა 2023 წელს იხილა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091684_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_f2209bb1984ea29a2b9d179d1d42385a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საზოგადოება, ახალი ამბები
ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინო უცხოურ სერიალში გამოჩნდება
სერიალ DROPS OF GOD-ის მეორე სეზონის ნაწილი საქართველოში გადაიღეს და მასში ქართულ ღვინო და გასტრონომიაა წარმოჩენილი.
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. 21 იანვარს Apple TV-ზე EMMY-ს მფლობელი მრავალენოვანი სერიალ DROPS OF GOD-ის მეორე სეზონის პრემიერა შედგება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მაყურებელს ღვინის კულტურისა და გასტრონომიის სამყაროში, მათ შორის, საქართველოში ამოგზაურებს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სერიალ DROPS OF GOD-ის მეორე სეზონის ნაწილი გადაღებულია საქართველოში - კინოკომპანიების „სტუდია 99“ და „ასი ფილმის“ მონაწილეობით, ასევე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროექტის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით.
პროექტის კონსულტანტი იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი.
„დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შევხვდით სერიალის პროდიუსერებს და საავტორო ჯგუფს. მოუთმენლად ველით სერიალის დაწყებას, რომელიც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად. სერიალი მაყურებელს გაუჩენს ქართული ღვინის გასინჯვის სურვილს", - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
მისი თქმით, მხატვრული სერიალი, რომელიც ღვინოზეა, გვერდს ვერ აუვლიდა საქართველოს.
„ეს არის იმ წარმატების შედეგი, რომელსაც ქართულმა ღვინომ მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე. ქართული ღვინის კულტურა აღიარებულია არა მხოლოდ ღვინის სფეროში, არამედ მთელ მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მონაპოვარი“, - აღნიშნა მეხუზლამ.
DROPS OF GOD ეფუძნება ამავე სახელწოდების ბესტსელერ იაპონურ მანგას და წარმოადგენს ფრანგულ-იაპონურ დრამას, რომელმაც კრიტიკოსებისა და მაყურებლების მაღალი შეფასება მოიპოვა მთელ მსოფლიოში.
სერიალის გმირების მამას, ლეგენდარულ ფრანგ სომელიე ალექსანდრ ლეჟერს, შექმნილი აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძვირადღირებული ღვინის კოლექცია, რომლის გარშემოც პირველი სეზონის მოვლენები ვითარდება. ახალ სეზონში კი, გმირების ამოცანაა მიაგნონ კოლექციის ყველაზე საუკეთესო და ამავდროულად უსახელო ღვინის ბოთლის წარმოშობის ადგილს. სერიალის გმირი, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოშიც მოგზაურობს.
DROPS OF GOD-ის პირველი სეზონი მაყურებელმა 2023 წელს იხილა