https://sputnik-georgia.com/20260121/kontrabandis-saqmeze-2-piri-daakaves-296741237.html
ნახევარი მილიონის ნაცვლად 48 ათასი ლარი დაადეკლარირეს: კონტრაბანდის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
ნახევარი მილიონის ნაცვლად 48 ათასი ლარი დაადეკლარირეს: კონტრაბანდის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება. 21.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-21T20:11+0400
2026-01-21T20:11+0400
2026-01-21T20:11+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კონტრაბანდის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს საგამოძიებო უწყება საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის გადმოტანას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი კომპანიის სახელით საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები შეიტანეს. კერძოდ, საქონლის საბაჟო ღირებულება 536 ათასი ლარის ნაცვლად 48,5 ათასი ლარით დაადეკლარირეს. აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე, ბრალდებულებმა სატვირთო ავტომანქანით თურქეთიდან საქართველოში სხვადასხვა სახის საქონელი, მათ შორის სუნამოები, ჰიგიენის საშუალებები, ოთახის არომატიზატორები, სანტექნიკის ინვენტარი, ენერგეტიკული სასმელები, ტკბილეული და სხვა სახის პროდუქცია შემოიტანეს. უწყების ცნობით, ავტომანქანის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ დეკლარაციაში მითითებული საქონლის უმეტესი ნაწილის ნაცვლად აღმოჩნდა 536 028 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელი. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ნახევარი მილიონის ნაცვლად 48 ათასი ლარი დაადეკლარირეს: კონტრაბანდის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება.
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კონტრაბანდის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს საგამოძიებო უწყება საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის გადმოტანას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი კომპანიის სახელით საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები შეიტანეს. კერძოდ, საქონლის საბაჟო ღირებულება 536 ათასი ლარის ნაცვლად 48,5 ათასი ლარით დაადეკლარირეს.
აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე, ბრალდებულებმა სატვირთო ავტომანქანით თურქეთიდან საქართველოში სხვადასხვა სახის საქონელი, მათ შორის სუნამოები, ჰიგიენის საშუალებები, ოთახის არომატიზატორები, სანტექნიკის ინვენტარი, ენერგეტიკული სასმელები, ტკბილეული და სხვა სახის პროდუქცია შემოიტანეს.
უწყების ცნობით, ავტომანქანის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ დეკლარაციაში მითითებული საქონლის უმეტესი ნაწილის ნაცვლად აღმოჩნდა 536 028 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელი.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.