https://sputnik-georgia.com/20260121/indoetshi-maimunis-kvavilis-axali-sashishi-shtami-gamovlinda-296748911.html
ინდოეთში მაიმუნის ყვავილის ახალი, საშიში შტამი გამოვლინდა
ინდოეთში მაიმუნის ყვავილის ახალი, საშიში შტამი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ინფექციის გავრცელება დაკავშირებულია საზღვარგარეთ მოგზაურობასა და ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემასთან. 21.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-21T21:58+0400
2026-01-21T21:58+0400
2026-01-21T21:58+0400
მსოფლიო დღეს
საქართველო
ჯანმო
მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288441632_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c4d7b7b3865453c05e741fa7c597cc8b.jpg
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ინდოეთის შტატ კერალაში მაიმუნის ყვავილის ახალი, საშიში შტამი დაფიქსირდა, იუწყება გაზეთი Navbharat Times-ი.გამოცემის ცნობით, გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ინფექციის გავრცელება დაკავშირებულია საზღვარგარეთ მოგზაურობასა და ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემასთან.კვლევა ერთობლივად ჩაატარეს ინდოეთის სამედიცინო კვლევების საბჭოს (ICMR), ვირუსოლოგიის ინსტიტუტისა და რამდენიმე დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სპეციალისტებმა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საუბარია Clade Ib-ის შტამზე, რომელიც ადრე აფრიკაში იყო გამოვლენილი. ის გამოირჩევა მაღალი ვირულენტულობით და ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ათი ინფიცირებული პაციენტიდან ცხრა საზღვარგარეთ იმყოფებოდა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში 79 ქვეყანაში, ძირითადად აფრიკაში, ინფიცირების 30.022 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 119 ლეტალობით დასრულდა. დაავადების ყველაზე მეტი რაოდენობა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა - 13.927 შემთხვევა და 42 ლეტალობა, შემდეგ მოდის უგანდა (6.230 შემთხვევა, 35 ლეტალობა) და სიერა-ლეონში (4.876 შემთხვევა და 42 ლეტალობა).მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, რომელიც პოტენციურად საშიშია დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის. ინფექცია შეიძლება გადაეცეს ადამიანიდან ადამიანზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ინფიცირება შეიძლება მოხდეს გარემოს საგნებისა და ზედაპირების მეშვეობით, რომლებსაც ინფიცირებული ადამიანი შეეხო.ტიპური სიმპტომებია გამონაყარი კანზე ან ლორწოვანი გარსების დაზიანება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ორიდან ოთხ კვირამდე და ამას თან ახლავს ცხელება, თავის ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, სისუსტე და ლიმფური კვანძების გადიდება.ინფექციის მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობისას დაავადების ხანგრძლივობა 14-დან 21 დღემდეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288441632_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_f300387f9887f06e60c68c1f89d4f671.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანმო , მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანმო , მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება, ახალი ამბები
ინდოეთში მაიმუნის ყვავილის ახალი, საშიში შტამი გამოვლინდა
ინფექციის გავრცელება დაკავშირებულია საზღვარგარეთ მოგზაურობასა და ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემასთან.
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ინდოეთის შტატ კერალაში მაიმუნის ყვავილის ახალი, საშიში შტამი დაფიქსირდა, იუწყება გაზეთი Navbharat Times-ი.
გამოცემის ცნობით, გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ინფექციის გავრცელება დაკავშირებულია საზღვარგარეთ მოგზაურობასა და ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემასთან.
კვლევა ერთობლივად ჩაატარეს ინდოეთის სამედიცინო კვლევების საბჭოს (ICMR), ვირუსოლოგიის ინსტიტუტისა და რამდენიმე დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სპეციალისტებმა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საუბარია Clade Ib-ის შტამზე, რომელიც ადრე აფრიკაში იყო გამოვლენილი. ის გამოირჩევა მაღალი ვირულენტულობით და ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ათი ინფიცირებული პაციენტიდან ცხრა საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში 79 ქვეყანაში, ძირითადად აფრიკაში, ინფიცირების 30.022 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 119 ლეტალობით დასრულდა.
დაავადების ყველაზე მეტი რაოდენობა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა - 13.927 შემთხვევა და 42 ლეტალობა, შემდეგ მოდის უგანდა (6.230 შემთხვევა, 35 ლეტალობა) და სიერა-ლეონში (4.876 შემთხვევა და 42 ლეტალობა).
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, რომელიც პოტენციურად საშიშია დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის. ინფექცია შეიძლება გადაეცეს ადამიანიდან ადამიანზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ინფიცირება შეიძლება მოხდეს გარემოს საგნებისა და ზედაპირების მეშვეობით, რომლებსაც ინფიცირებული ადამიანი შეეხო.
ტიპური სიმპტომებია გამონაყარი კანზე ან ლორწოვანი გარსების დაზიანება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ორიდან ოთხ კვირამდე და ამას თან ახლავს ცხელება, თავის ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, სისუსტე და ლიმფური კვანძების გადიდება.
ინფექციის მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობისას დაავადების ხანგრძლივობა 14-დან 21 დღემდეა.