https://sputnik-georgia.com/20260121/elchi-iranshi-protesti-ucxoeli-aqtorebis-mieraa-provocirebuli-296746118.html
ელჩი: ირანში პროტესტი უცხოელი აქტორების მიერაა პროვოცირებული
ელჩი: ირანში პროტესტი უცხოელი აქტორების მიერაა პროვოცირებული
Sputnik საქართველო
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, როდესაც ხელისუფლებას ორგანიზებულ უწესრიგობასთან აქვს საქმე, იქ უკვე არჩევანის გაკეთება ხდება წესრიგის დამყარებასა და ჰუმანურ... 21.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-21T22:13+0400
2026-01-21T22:13+0400
2026-01-21T22:13+0400
საქართველო
ირანი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24742/21/247422187_0:190:3303:2048_1920x0_80_0_0_ff1a593b9734aacbadb525075ad72acb.jpg
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ირანში ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებზე მოწოდებები გარე ძალების მიერ იყო პროვოცირებული, განაცხადა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ.ირანში პროტესტი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით იგი არეულობებსა და ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა, რომელმაც პიკს ირანის გადაყენებული შაჰის ვაჟის, რეზა ფეჰლავის მოწოდებების შემდეგ მიაღწია.მისი თქმით, გარე ძალის მხრიდან, რომელიც ხელმძღვანელობდა საპროტესტო გამოსვლებს, იყო სიტუაციის ესკალაციისა და პროტესტების რადიკალიზაციის შესახებ მოწოდებები.როგორც დიპლომატმა აღნიშნა, როდესაც ხელისუფლებას ორგანიზებულ უწესრიგობასთან აქვს საქმე, იქ უკვე არჩევანის გაკეთება ხდება წესრიგის დამყარებასა და ჰუმანურ საქციელს შორის.მან ასევე კომენტარი გააკეთა ირანში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.მისი თქმით, მედია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ არარეალურ ციფრებს ავრცელებს.„ბუნებრივია, დაღუპულთა რაოდენობა ცოტა არ არის, მხოლოდ ერთ დღეს თეირანში 100 ადამიანი დაიღუპა, თუმცა იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ დაღუპულთა და დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი სამუშაო, რომელიც უნდა გაწიოს პოლიციამ, სხვადასხვა სამართალდამცავმა ძალებმა, საავადმყოფოებმა, სამაშველო ორგანიზაციებმა და ასევე, უნდა იქნას შესწავლილი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები“, - განაცხადა ელჩმა.ოფიციალურმა თეირანმა ვითარებაზე კონტროლი 12 იანვარს აიღო ხელში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდა, როგორც აქციის მონაწილეების ისე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
საქართველო
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24742/21/247422187_267:0:2998:2048_1920x0_80_0_0_9ad183048cc9149cb229c08b6261414e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ირანი , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ირანი , პოლიტიკა, ახალი ამბები
ელჩი: ირანში პროტესტი უცხოელი აქტორების მიერაა პროვოცირებული
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, როდესაც ხელისუფლებას ორგანიზებულ უწესრიგობასთან აქვს საქმე, იქ უკვე არჩევანის გაკეთება ხდება წესრიგის დამყარებასა და ჰუმანურ საქციელს შორის.
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ირანში ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებზე მოწოდებები გარე ძალების მიერ იყო პროვოცირებული, განაცხადა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ.
ირანში პროტესტი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით იგი არეულობებსა და ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა, რომელმაც პიკს ირანის გადაყენებული შაჰის ვაჟის, რეზა ფეჰლავის მოწოდებების შემდეგ მიაღწია.
„პროტესტი ცივილურად მიმდინარეობდა, თუმცა, უკვე მერვე დღეს, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებმა და უცხო აქტორებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია, ეს პროტესტი გასცდა ცივილურ ფორმას და უფრო რადიკალური ფორმები მიიღო", - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, გარე ძალის მხრიდან, რომელიც ხელმძღვანელობდა საპროტესტო გამოსვლებს, იყო სიტუაციის ესკალაციისა და პროტესტების რადიკალიზაციის შესახებ მოწოდებები.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, როდესაც ხელისუფლებას ორგანიზებულ უწესრიგობასთან აქვს საქმე, იქ უკვე არჩევანის გაკეთება ხდება წესრიგის დამყარებასა და ჰუმანურ საქციელს შორის.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ირანში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„ბოლო პერიოდში ირანშიც გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კომუნიკაციები სწორედ იმ მიზნით, რომ ხელისუფლება ცდილობდა თავისი მოსახლეობის და საზოგადოების დაცვას", - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, მედია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ არარეალურ ციფრებს ავრცელებს.
„ბუნებრივია, დაღუპულთა რაოდენობა ცოტა არ არის, მხოლოდ ერთ დღეს თეირანში 100 ადამიანი დაიღუპა, თუმცა იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ დაღუპულთა და დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი სამუშაო, რომელიც უნდა გაწიოს პოლიციამ, სხვადასხვა სამართალდამცავმა ძალებმა, საავადმყოფოებმა, სამაშველო ორგანიზაციებმა და ასევე, უნდა იქნას შესწავლილი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები“, - განაცხადა ელჩმა.
ოფიციალურმა თეირანმა ვითარებაზე კონტროლი 12 იანვარს აიღო ხელში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდა, როგორც აქციის მონაწილეების ისე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.