https://sputnik-georgia.com/20260120/tbilservis-jgupi-sagangebo-rejimshi-mushaoben-296710765.html
თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმით მუშაობენ
თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმით მუშაობენ
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში თოვლიანი ამინდი 20 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება. 20.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-20T11:19+0400
2026-01-20T11:19+0400
2026-01-20T11:19+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0a/285562752_0:150:1196:822_1920x0_80_0_0_6dc0a7173bf4c0b481d24abd7436558f.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ყველგან, სადაც ცხელი წერტილი იყო, პრობლემა მოგვარებულია და ამ ეტაპისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველგან დაბრკოლების გარეშე გადაადგილდება, განაცხადა დედაქალაქის მერიის „თბილსერვის ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი პაპავამ.თბილისში მეოთხე დღეა თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში თოვლიანი ამინდი 20 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.მისი თქმით, დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე შეუჩერებლად იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილიროგორც პაპავამ აღნიშნა, თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად, მობილიზებული არიან დედაქალაქის რაიონული გამგეობებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი და უბნების შემოვლა.„ყველა წერტილზე გვაქვს ინფორმაცია, როგორც საპატრულო პოლიციისგან, ისე სამარშრუტო ტაქსებისა და დისპეტჩერებისგან, თუ სად არის საშიში სიტუაცია, სად არის მოყინული, ან უხვი ნალექი, რომელ აღმართზე უჭირთ მანქანებს გადაადგილება - გადავაწყობთ ტექნიკას ამ მიმართულებით და ვიწყებთ დამუშავებას", - განაცხადა პაპავამ.თოვლის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0a/285562752_0:38:1196:934_1920x0_80_0_0_689b4fd6c326763f132a2198a1a09440.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმით მუშაობენ
სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში თოვლიანი ამინდი 20 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ყველგან, სადაც ცხელი წერტილი იყო, პრობლემა მოგვარებულია და ამ ეტაპისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველგან დაბრკოლების გარეშე გადაადგილდება, განაცხადა დედაქალაქის მერიის „თბილსერვის ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი პაპავამ.
თბილისში მეოთხე დღეა თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში თოვლიანი ამინდი 20 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.
მისი თქმით, დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე შეუჩერებლად იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი
„უხვი ნალექის მოსვლისთანავე „თბილსერვის ჯგუფის" ყველა თანამშრომელი მაშინვე გადავიდა 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზე. 100-ზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკა და 230-მდე ცოცხალი ძალა გამოსულია ყოველდღიურად, როგორც ცენტრალურ გამზირებზე, ისე შემოერთებულ ტერიტორიებზე მარილის დასაყრელად და თოვლისა და ყინულის ზედაპირის დასამუშავებლად", - განაცხადა პაპავამ.
როგორც პაპავამ აღნიშნა, თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად, მობილიზებული არიან დედაქალაქის რაიონული გამგეობებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი და უბნების შემოვლა.
„ყველა წერტილზე გვაქვს ინფორმაცია, როგორც საპატრულო პოლიციისგან, ისე სამარშრუტო ტაქსებისა და დისპეტჩერებისგან, თუ სად არის საშიში სიტუაცია, სად არის მოყინული, ან უხვი ნალექი, რომელ აღმართზე უჭირთ მანქანებს გადაადგილება - გადავაწყობთ ტექნიკას ამ მიმართულებით და ვიწყებთ დამუშავებას", - განაცხადა პაპავამ.
თოვლის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.