https://sputnik-georgia.com/20260120/tbilisis-meria-trotuarebsa-da-chixebshi-gawmenditi-samushaoebi-daiwyo-296717817.html
თბილისის მერია: ტროტუარებსა და ჩიხებში გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერია: ტროტუარებსა და ჩიხებში გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
Sputnik საქართველო
17 იანვრიდან დღემდე დედაქალაქის ქუჩებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე ხუთი ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა. 20.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-20T16:52+0400
2026-01-20T16:52+0400
2026-01-20T16:52+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/14/296712313_0:123:1600:1023_1920x0_80_0_0_3e9c7bdb133d16a42aa13524dc5d76a3.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. სრული მობილიზებით ვიწყებთ ტროტუარებსა და ჩიხებში მუშაობას, ყველგან მივალთ, სადაც პრობლემა იქნება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა. ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში თოვლის სახით უხვი ნალექი მოვიდა. მეოთხე დღეა თბილისში შეუჩერებლად მიმდინარეობს გზებისა და ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები. დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ბენდელიანის განცხადებით, გზების წმენდის სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ყველა ლოკაციაზე არ მოიხსნება არსებული პრობლემა. მან მოსახლეობას მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში მერიის ცხელი ხაზზე დარეკონ და შესაბამისი სამსახურები, შეძლებისდაგვარად, მოკლე დროში აღმოფხვრიან პრობლემას. თბილისის მერიის ცნობით, ტროტუარები და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები ამჯერად ბაგებში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე იწმინდება. 17 იანვრიდან დღემდე დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე ხუთი ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა. მერიის ცნობით, უხვი ნალექის მოსვლისთანავე „თბილსერვის ჯგუფის" ყველა თანამშრომელი 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზე გადავიდა - გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია 100-ზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკა და 230-მდე ცოცხალი ძალა.„თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად, მობილიზებული არიან დედაქალაქის რაიონული გამგეობებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი და უბნების შემოვლა. თოვლის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22. დღეს თბილისში თოვა შეწყდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის ბოლოს გაძლიერდება ყინვა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 23 იანვრიდან დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/14/296712313_37:0:1564:1145_1920x0_80_0_0_edcc1be92feae941537f18ff03e40630.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერია: ტროტუარებსა და ჩიხებში გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
17 იანვრიდან დღემდე დედაქალაქის ქუჩებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე ხუთი ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. სრული მობილიზებით ვიწყებთ ტროტუარებსა და ჩიხებში მუშაობას, ყველგან მივალთ, სადაც პრობლემა იქნება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.
ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში თოვლის სახით უხვი ნალექი მოვიდა. მეოთხე დღეა თბილისში შეუჩერებლად მიმდინარეობს გზებისა და ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები. დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
ბენდელიანის განცხადებით, გზების წმენდის სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ყველა ლოკაციაზე არ მოიხსნება არსებული პრობლემა.
„თავიდან პრიორიტეტი იყო ცენტრალურ გამზირებსა და ქუჩებზე შეფერხებები მოგვეხსნა, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილებულიყო. ამ ეტაპზე თოვა შეწყდა და შესაძლებლობა გვაქვს, შიდასაუბნო ქუჩებზე დავიწყოთ გაწმენდის სამუშაოები“, - განაცხადა ბენდელიანმა.
მან მოსახლეობას მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში მერიის ცხელი ხაზზე დარეკონ და შესაბამისი სამსახურები, შეძლებისდაგვარად, მოკლე დროში აღმოფხვრიან პრობლემას.
თბილისის მერიის ცნობით, ტროტუარები და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები ამჯერად ბაგებში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე იწმინდება.
17 იანვრიდან დღემდე დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე ხუთი ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა. მერიის ცნობით, უხვი ნალექის მოსვლისთანავე „თბილსერვის ჯგუფის" ყველა თანამშრომელი 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზე გადავიდა - გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია 100-ზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკა და 230-მდე ცოცხალი ძალა.
„თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად, მობილიზებული არიან დედაქალაქის რაიონული გამგეობებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი და უბნების შემოვლა.
თოვლის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.
დღეს თბილისში თოვა შეწყდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის ბოლოს გაძლიერდება ყინვა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 23 იანვრიდან დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.