https://sputnik-georgia.com/20260120/tbilisis-centrshi-transportis-mozraoba-izgudeba-296734223.html
თბილისში საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
თბილისში საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
Sputnik საქართველო
მიმდინარე სამუშაოების პარალელურად საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ. 20.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-20T20:00+0400
2026-01-20T20:00+0400
2026-01-20T20:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/14/296281108_0:52:2048:1204_1920x0_80_0_0_a6b861c85bb9a7ddc899de1e741de99a.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო, იუწყება დედაქალაქის მერია.აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა 21 იანვრის ღამის საათებში შეიზღუდება.კერძოდ, 24:00-დან 03:00 საათამდე მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, 03:00-დან 06:00 საათამდე კი საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზე - თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროს სადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთზე.შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით.რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.მიმდინარე სამუშაოების პარალელურად საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.მერია მძღოლებს მოუწოდებს, მარშრუტების დაგეგმვისას გაითვალისწინონ აღნიშნული ცვლილებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/14/296281108_187:0:1862:1256_1920x0_80_0_0_70c10c98804a29286fe66918caf93fca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისში საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
მიმდინარე სამუშაოების პარალელურად საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო, იუწყება დედაქალაქის მერია.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა 21 იანვრის ღამის საათებში შეიზღუდება.
კერძოდ, 24:00-დან 03:00 საათამდე მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, 03:00-დან 06:00 საათამდე კი საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზე - თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროს სადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთზე.
შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით.
რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.
მიმდინარე სამუშაოების პარალელურად საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.
მერია მძღოლებს მოუწოდებს, მარშრუტების დაგეგმვისას გაითვალისწინონ აღნიშნული ცვლილებები.