https://sputnik-georgia.com/20260120/sesma-kavis-sawarmo-daajarima-296715435.html
ყავაში ბარდას ურევდნენ: სეს-მა ყავის საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
ყავაში ბარდას ურევდნენ: სეს-მა ყავის საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
Sputnik საქართველო
სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ყავის საწარმოში - შპს „ტრეიდერი“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. 20.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-20T17:49+0400
2026-01-20T17:49+0400
2026-01-20T17:49+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22814/87/228148750_0:159:3075:1888_1920x0_80_0_0_d40fcffa84db1a52bf6a3b7e1b317fc6.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყავაში მოხალული ბარდის გამოყენების და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის ყავის საწარმოს საქმიანობა შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში თბილისში მდებარე ყავის საწარმოში - შპს „ტრეიდერი“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ყავის წარმოებას (მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) დასახელებით „ვილა“ და „ვილა გოლდი“. პროდუქციის წარმოებისას ნედლეულად, ყავის მარცვლებთან ერთად, გამოყენებული იყო მოხალული ბარდა. პროდუქცია იყიდებოდა მცირე სავაჭრო ობიექტებში. უწყების ცნობით, შემოწმების პროცესში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22814/87/228148750_172:0:2901:2047_1920x0_80_0_0_043651a61ea194bce888ec8278923dba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
ყავაში ბარდას ურევდნენ: სეს-მა ყავის საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ყავის საწარმოში - შპს „ტრეიდერი“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყავაში მოხალული ბარდის გამოყენების და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის ყავის საწარმოს საქმიანობა შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში თბილისში მდებარე ყავის საწარმოში - შპს „ტრეიდერი“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.
ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ყავის წარმოებას (მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) დასახელებით „ვილა“ და „ვილა გოლდი“.
პროდუქციის წარმოებისას ნედლეულად, ყავის მარცვლებთან ერთად, გამოყენებული იყო მოხალული ბარდა. პროდუქცია იყიდებოდა მცირე სავაჭრო ობიექტებში.
უწყების ცნობით, შემოწმების პროცესში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გ
ამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.