https://sputnik-georgia.com/20260120/sapatimro-159-patimarma-datova-296728867.html
პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე 159-მა მსჯავრდებულმა საპატიმრო დატოვა
პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე 159-მა მსჯავრდებულმა საპატიმრო დატოვა
Sputnik საქართველო
ამ დრომდე უცნობია, თუ ვის შეეხო პრეზიდენტის შეწყალების აქტი. 20.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-20T16:17+0400
2026-01-20T16:17+0400
2026-01-20T16:34+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209141_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_3b34b46431074f219dc5b4ef57c22a36.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე 159-მა მსჯავრდებულმა უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 19 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პატიმარი შეიწყალა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება გამოიყენა, რომელიც ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპსა და სახელმწიფო ინტერესს. მოსალოდნელი იყო, რომ შეწყალებულთა სიაში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირებიც მოხვდებიოდნენ, ამიტომ პატიმრების ნათესავები შეწყალების აქტს რუსთავისა და გლდანის ციხეებთან დილიდან ელოდნენ. ბრძანებულებას ხელი დაახლოებით 22:30 საათზე მოეწერა. ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობა, ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა.გასულ წელს ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209141_0:193:881:854_1920x0_80_0_0_370620a31940c487b9d662795efab89e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე 159-მა მსჯავრდებულმა საპატიმრო დატოვა
16:17 20.01.2026 (განახლებულია: 16:34 20.01.2026) ამ დრომდე უცნობია, თუ ვის შეეხო პრეზიდენტის შეწყალების აქტი.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე 159-მა მსჯავრდებულმა უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
19 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პატიმარი შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება გამოიყენა, რომელიც ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპსა და სახელმწიფო ინტერესს.
მოსალოდნელი იყო, რომ შეწყალებულთა სიაში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირებიც მოხვდებიოდნენ, ამიტომ პატიმრების ნათესავები შეწყალების აქტს რუსთავისა და გლდანის ციხეებთან დილიდან ელოდნენ. ბრძანებულებას ხელი დაახლოებით 22:30 საათზე მოეწერა. ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობა, ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა.
გასულ წელს ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.