https://sputnik-georgia.com/20260120/sakonstitucio-sasamartlo-ombudsmenis-sarchels-ganixilavs-296733386.html
საკონსტიტუციო სასამართლო ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით ომბუდსმენის სარჩელს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით ომბუდსმენის სარჩელს განიხილავს
Sputnik საქართველო
პირველი დარღვევა 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ორ წლამდე ვადით. 20.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-20T20:50+0400
2026-01-20T20:50+0400
2026-01-20T20:50+0400
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს სახალხო დამცველი
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
კანონმდებლობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291147940_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_9a19293cfe77ac8d4e5260d89e068325.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომლითაც შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვების, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვა საჩივრდება.2025 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმადაც შეკრება-მანიფესტაციების ჩატარების წესები გამკაცრდა.გარდა ამისა, კონსტიტუციური სარჩელით საჩივრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ითვალისწინებს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილისთვის, მათ შორის არასრულწლოვნისთვის და ორგანიზატორისთვის, განმეორებითი დარღვევებისთვის თავისუფლების აღკვეთას.კანონმდებლობის გამკაცრებათბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 16 ოქტომბერს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა.ცვლილებები გამორიცხავს საპროტესტო აქციის წესების დარღვევისთვის, მათ შორის, მოძრაობის შეფერხებისთვის ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობას. პირველი დარღვევა 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ორ წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291147940_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_f5abc5886332732d9b78603a59fdaaa6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს სახალხო დამცველი, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს სახალხო დამცველი, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა
საკონსტიტუციო სასამართლო ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით ომბუდსმენის სარჩელს განიხილავს
პირველი დარღვევა 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ორ წლამდე ვადით.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომლითაც შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვების, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვა საჩივრდება.
2025 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმადაც შეკრება-მანიფესტაციების ჩატარების წესები გამკაცრდა.
„შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, კონსტიტუციური სარჩელით საჩივრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ითვალისწინებს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილისთვის, მათ შორის არასრულწლოვნისთვის და ორგანიზატორისთვის, განმეორებითი დარღვევებისთვის თავისუფლების აღკვეთას.
კანონმდებლობის გამკაცრება
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 16 ოქტომბერს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა.
ცვლილებები გამორიცხავს საპროტესტო აქციის წესების დარღვევისთვის, მათ შორის, მოძრაობის შეფერხებისთვის ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობას. პირველი დარღვევა 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ორ წლამდე ვადით.