https://sputnik-georgia.com/20260120/ratom-gaizarda-kvercxze-pasi-296697224.html
რატომ გაიზარდა კვერცხზე ფასი? მწარმოებელთა განმარტება
რატომ გაიზარდა კვერცხზე ფასი? მწარმოებელთა განმარტება
Sputnik საქართველო
წლის დასაწყისიდან საქართველოში დაბალი ხარისხის კვერცხის ფასი 4-დან 4,75 ლარამდე, ხოლო მაღალი ხარისხის - 5,8-დან 6,5 ლარამდე გაიზარდა. 20.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-20T11:00+0400
2026-01-20T11:00+0400
2026-01-20T11:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24082/10/240821085_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_652314e3fdfb8773d6e651c92c0309b4.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოში კვერცხის ფასის ზრდა გამოწვეულია საკვები ინგრედიენტების გაძვირებითა და მუშახელის ხელფასების გაზრდის აუცილებლობით, განაცხადა „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა მედიაპლატფორმა BM.ge-სთან. წლის დასაწყისიდან საქართველოში დაბალი ხარისხის კვერცხის ფასი 4-დან 4,75 ლარამდე, ხოლო მაღალი ხარისხის - 5,8-დან 6,5 ლარამდე გაიზარდა.გარდა ამისა, ფასების ზრდა გამოწვეულია დისტრიბუციის მანქანებისთვის ჯარიმების გაზრდით.„როცა დაანონსდა ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა, ჩვენ ეგეც გავითვალისწინეთ და ჯამში, კვერცხი დაახლოებით 2-2,5 თეთრით გაძვირდა. ზოგმა 1 თეთრით გააძვირა, ზოგმა მეტით. 2,5 თეთრზე მეტით წესით არ უნდა გაეძვირებინა არცერთ მწარმოებელს. არცერთ მწარმოებელს არ სიამოვნებს ფასის მატება, რაც ავტომატურად იწვევს გაყიდვების შემცირებას", - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.მისი თქმით, თუ წელს სხვა მნიშვნელოვანი გარემოება არ შეიქმნება, კვერცხის არსებული ფასი შენარჩუნდება მთელი წლის განმავლობაში.2025 წლის ნოემბერში საქართველოს ბაზარზე კვერცხის დეფიციტი დაფიქსირდა. მაშინ ადგილობრივმა ექსპერტებმა დაასახელეს სამი მიზეზი, თუ რატომ დაკარგა ბაზარმა კვერცხის 15-20%:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24082/10/240821085_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_24432a1d3f823032ce7858a15896d626.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რატომ გაიზარდა კვერცხზე ფასი? მწარმოებელთა განმარტება
წლის დასაწყისიდან საქართველოში დაბალი ხარისხის კვერცხის ფასი 4-დან 4,75 ლარამდე, ხოლო მაღალი ხარისხის - 5,8-დან 6,5 ლარამდე გაიზარდა.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოში კვერცხის ფასის ზრდა გამოწვეულია საკვები ინგრედიენტების გაძვირებითა და მუშახელის ხელფასების გაზრდის აუცილებლობით, განაცხადა „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა მედიაპლატფორმა
BM.ge-სთან.
წლის დასაწყისიდან საქართველოში დაბალი ხარისხის კვერცხის ფასი 4-დან 4,75 ლარამდე, ხოლო მაღალი ხარისხის - 5,8-დან 6,5 ლარამდე გაიზარდა.
„ფასის ზრდა განაპირობა საკვები ინგრედიენტების გაძვირებამ, ასევე თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდამ, რადგან კადრების მოძიება უკვე თითქმის შეუძლებელია, ამიტომაც გვიწევს ხელფასების გაზრდა, რაც თვითღირებულებაზე აისახება", - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.
გარდა ამისა, ფასების ზრდა გამოწვეულია დისტრიბუციის მანქანებისთვის ჯარიმების გაზრდით.
„როცა დაანონსდა ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა, ჩვენ ეგეც გავითვალისწინეთ და ჯამში, კვერცხი დაახლოებით 2-2,5 თეთრით გაძვირდა. ზოგმა 1 თეთრით გააძვირა, ზოგმა მეტით. 2,5 თეთრზე მეტით წესით არ უნდა გაეძვირებინა არცერთ მწარმოებელს. არცერთ მწარმოებელს არ სიამოვნებს ფასის მატება, რაც ავტომატურად იწვევს გაყიდვების შემცირებას", - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.
მისი თქმით, თუ წელს სხვა მნიშვნელოვანი გარემოება არ შეიქმნება, კვერცხის არსებული ფასი შენარჩუნდება მთელი წლის განმავლობაში.
„თუ კატასტროფა არ მოხდა, წელს ფასის კიდევ კორექტირებას არ ვგეგმავთ, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა. საკვები პროდუქტები უცხოეთიდან შემოგვაქვს", - დასძინა უჩუმბეგაშვილმა.
2025 წლის ნოემბერში საქართველოს ბაზარზე კვერცხის დეფიციტი დაფიქსირდა. მაშინ ადგილობრივმა ექსპერტებმა დაასახელეს სამი მიზეზი, თუ რატომ დაკარგა ბაზარმა კვერცხის 15-20%:
თურქეთიდან კვერცხის იმპორტის შემცირება;
ქათმის იმპორტის შემცირება აპრილ-მაისში, რაც ოქტომბერ-ნოემბერში აისახა;
ნოემბერში ანომალიურმა სიცხემ სეზონური ფრინველის ვირუსი გაააქტიურა, რამაც ფრინველის სიკვდილიანობა გამოიწვია.