https://sputnik-georgia.com/20260120/ramdenit-gaizarda-saqartvelos-sagareo-vachroba-296729089.html
რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - 2025 წლის მონაცემები
რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - 2025 წლის მონაცემები
Sputnik საქართველო
ექსპორტმა 7,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვარ-დეკემბერთან შედარებით 11,2%-ით მეტია. 20.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-20T17:25+0400
2026-01-20T17:25+0400
2026-01-20T17:25+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/01/249118415_0:199:1600:1099_1920x0_80_0_0_d56c28233a6ed2f710243c585a41f588.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. 2025 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელთან შედარებით 10,1%-ით გაიზარდა და 25,8 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქატატის" მასალებში.გასულ წელს ქვეყანაში 18,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წელთან შედარებით 9,7%-ით მეტი. ექსპორტმა 7,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვარ-დეკემბერთან შედარებით 11,2%-ით მეტია.საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 11,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 8,7%-ით მეტია.რით ვაჭრობს საქართველოსაქართველო ექსპორტის ფართო სპექტრს ახორციელებს, მათ შორის სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს, ფეროშენადნობებს, ყურძნის ნატურალურ ღვინოებს, სპირტიან სასმელებს, მინერალურ წყლებს, მსუბუქ ავტომობილებს, აზოტოვან სასუქებს, წამლებს, ოქროს, თხილს და სხვა კაკლეულს და ა.შ.2025 წელს ექსპორტის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა თხილისა და სხვა კაკლეულის (61,5%), ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (59,5%), ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (56,7%), შაქრის შემცველი მინერალური ან გაზიანი წყლების (20,6%), მსუბუქი ავტომობილების (16%), აზოტოვანი სასუქების (11,1%) და მინერალური წყლების (4.9%) მიმართულებით.ამასთან, წლის დასაწყისიდან შემცირდა ექსპორტი ფეროშენადნობების - 34,7%-ით, ყურძნის ნატურალური ღვინოების - 6,7%-ით და სპირტიანი სასმელების - 5,7%-ით.საქართველოს შემოაქვს ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირი და ნახშირწყალბადის აირები, ნახშირბადოვანი ფოლადის ღეროები (შემდგომი დამუშავების გარეშე), ფარმაცევტულ პროდუქტები, მობილური ტელეფონები და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობები, სატვირთო მანქანები, კომპიუტერები და მათი კომპონენტები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვ.საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ხელოვნების ნიმუშების იმპორტის მხრივ: ტილოები, ნახატები და ხელნაკეთი პასტელები - 110 531,0%-ით, ასევე გაიზარდა ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები - 40მ,4%-ით, მსუბუქი ავტომობილები - 11.5%-ით, შეფუთული მედიკამენტები - 9.5%-ით, ასევე ნავთობის და ნავთობპროდუქტების - 9,5%-ით.ვისთან ვაჭრობს საქართველო?2025 წელს თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე იყო. ორ ქვეყანას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 12%-ს შეადგენს.საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში ასევე შედიან აზერბაიჯანი, გერმანია, ყაზახეთი, სომხეთი და ბულგარეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/01/249118415_212:168:1591:1202_1920x0_80_0_0_5233bc84919658fb691f5d6d732b5b79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - 2025 წლის მონაცემები
ექსპორტმა 7,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვარ-დეკემბერთან შედარებით 11,2%-ით მეტია.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. 2025 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელთან შედარებით 10,1%-ით გაიზარდა და 25,8 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
„საქატატის" მასალებში.
გასულ წელს ქვეყანაში 18,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წელთან შედარებით 9,7%-ით მეტი.
ექსპორტმა 7,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვარ-დეკემბერთან შედარებით 11,2%-ით მეტია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 11,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 8,7%-ით მეტია.
საქართველო ექსპორტის ფართო სპექტრს ახორციელებს, მათ შორის სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს, ფეროშენადნობებს, ყურძნის ნატურალურ ღვინოებს, სპირტიან სასმელებს, მინერალურ წყლებს, მსუბუქ ავტომობილებს, აზოტოვან სასუქებს, წამლებს, ოქროს, თხილს და სხვა კაკლეულს და ა.შ.
2025 წელს ექსპორტის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა თხილისა და სხვა კაკლეულის (61,5%), ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (59,5%), ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (56,7%), შაქრის შემცველი მინერალური ან გაზიანი წყლების (20,6%), მსუბუქი ავტომობილების (16%), აზოტოვანი სასუქების (11,1%) და მინერალური წყლების (4.9%) მიმართულებით.
ამასთან, წლის დასაწყისიდან შემცირდა ექსპორტი ფეროშენადნობების - 34,7%-ით, ყურძნის ნატურალური ღვინოების - 6,7%-ით და სპირტიანი სასმელების - 5,7%-ით.
საქართველოს შემოაქვს ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირი და ნახშირწყალბადის აირები, ნახშირბადოვანი ფოლადის ღეროები (შემდგომი დამუშავების გარეშე), ფარმაცევტულ პროდუქტები, მობილური ტელეფონები და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობები, სატვირთო მანქანები, კომპიუტერები და მათი კომპონენტები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვ.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ხელოვნების ნიმუშების იმპორტის მხრივ: ტილოები, ნახატები და ხელნაკეთი პასტელები - 110 531,0%-ით, ასევე გაიზარდა ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები - 40მ,4%-ით, მსუბუქი ავტომობილები - 11.5%-ით, შეფუთული მედიკამენტები - 9.5%-ით, ასევე ნავთობის და ნავთობპროდუქტების - 9,5%-ით.
ვისთან ვაჭრობს საქართველო?
2025 წელს თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე იყო. ორ ქვეყანას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 12%-ს შეადგენს.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში ასევე შედიან აზერბაიჯანი, გერმანია, ყაზახეთი, სომხეთი და ბულგარეთი.