მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლავროვი: ევროპა რუსეთთან ომისთვის ემზადება

© photo: Sputnik / Ертай Сарбасов / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2026
გამოწერა
უკრაინის კრიზისზე საუბრისას მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დასავლეთისგან განსხვავებით, მოსკოვის მხრიდან აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად კეთილი ნების ნაკლებობა არასდროს ყოფილა.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ევროპული ქვეყნები ცდილობენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაარწმუნონ, უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია შეცალოს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის 2025 წლის დიპლომატიური საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით, რუსეთის დასავლელმა მეზობლებმა, პირველ რიგში ევროპულმა ქვეყნებმა, ადრე ყველაფერი გააკეთეს მოსკოვთან დადებული შეთანხმებების ჩასაშლელად.
„ისინი ზუსტად ასე იქცევიან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წამოყენებულ ინიციატივებთან დაკავშირებით (უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით - Sputnik) და ყველანაირად ცდილობენ, დაარწმუნონ ამერიკული ადმინისტრაცია, რომ არ აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან“, - განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროპელი პოლიტიკოსების, მათ შორის, სახელმწიფო ლიდერების განცხადებებზე, რომლებიც რუსეთთან ომისთვის მზადებაზე მიუთითებს.
„თუ წაიკითხავთ ევროპელი პოლიტიკოსების, ლიდერების და თუნდაც კაია კალასის და ურსულა ფონ დერ ლაიენის, მერცის, სტარმერის, მაკრონის და რუტეს განცხადებებს, ისინი სერიოზულად ემზადებიან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომისთვის. ამას არც მალავენ“, - აღნიშნა ლავროვმა.
უკრაინის კრიზისზე საუბრისას მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დასავლეთისგან განსხვავებით, მოსკოვის მხრიდან აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად კეთილი ნების ნაკლებობა არასდროს ყოფილა.
„თუ ამ კრიზისის ისტორიას გადავხედავთ, დაწყებული 2014 წლიდან და განსაკუთრებით 2022 წლიდან, პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევის კუთხით რუსეთის მხრიდან კეთილი ნების ნაკლებობა არ შეინიშნებოდა“, - აღნიშნა ლავროვმა.
ყველა ახალი ამბავი
0