https://sputnik-georgia.com/20260120/borjomshi-mravalshviliani-ojaxebi-gazrdil-daxmarebas-miigeben-296714190.html
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანი ოჯახები გაზრდილ სოციალურ დახმარებას მიიღებენ
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანი ოჯახები გაზრდილ სოციალურ დახმარებას მიიღებენ
Sputnik საქართველო
პროგრამის მიზანი მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური თანადგომა და შობადობის წახალისებაა. 20.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-20T16:43+0400
2026-01-20T16:43+0400
2026-01-20T16:43+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23485/21/234852157_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_d365d821534af5b6a5aeb12258d92ada.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მრავალშვილიანი ოჯახები გაზრდილ სოციალურ დახმარებას მიიღებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, ქვეპროგრამის ფარგლებში, 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტშვილიანი ოჯახები 250 ლარის ნაცვლად 400 ლარს მიიღებენ, ყოველ მომდევნო შვილზე კი დამატებით 100-100 ლარი ჩაერიცხებათ. ხოლო ოჯახები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში", 300 ლარს და ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 100-100 მიიღებენ. ასევე 18 წლამდე ასაკის სამშვილიანი ოჯახები, რომელთაც ერთ-ერთი შვილი შშმ პირი ჰყავთ, ყოველთვიურად 400 ლარით დაფინანსდებიან. გარდა ამისა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი პროგრამის ფარგლებში, ყველა ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე იღებს ყოველთვიურ დახმარებას 300 ლარის ოდენობით, ვიდრე ბავშვი ოთხი წლის გახდება.ამასთან, ახალშობილის დაბადების შემთხვევაში, ოჯახებს ერთჯერადად გადაეცემათ ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: უწყების ცნობით, აღნიშნული სოციალური დახმარების ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური თანადგომა და შობადობის წახალისების გზით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23485/21/234852157_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_6bcf277b939ed72520e8490ca593ff01.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანი ოჯახები გაზრდილ სოციალურ დახმარებას მიიღებენ
პროგრამის მიზანი მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური თანადგომა და შობადობის წახალისებაა.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მრავალშვილიანი ოჯახები გაზრდილ სოციალურ დახმარებას მიიღებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ქვეპროგრამის ფარგლებში, 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტშვილიანი ოჯახები 250 ლარის ნაცვლად 400 ლარს მიიღებენ, ყოველ მომდევნო შვილზე კი დამატებით 100-100 ლარი ჩაერიცხებათ.
ხოლო ოჯახები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში", 300 ლარს და ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 100-100 მიიღებენ.
ასევე 18 წლამდე ასაკის სამშვილიანი ოჯახები, რომელთაც ერთ-ერთი შვილი შშმ პირი ჰყავთ, ყოველთვიურად 400 ლარით დაფინანსდებიან.
გარდა ამისა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი პროგრამის ფარგლებში, ყველა ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე იღებს ყოველთვიურ დახმარებას 300 ლარის ოდენობით, ვიდრე ბავშვი ოთხი წლის გახდება.
ამასთან, ახალშობილის დაბადების შემთხვევაში, ოჯახებს ერთჯერადად გადაეცემათ ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
პირველი შვილი – 1 ათასი ლარი
მეორე შვილი – 2 ათასი ლარი
მესამე შვილი – 3 ათასი ლარი
მეოთხე შვილი – 4 ათასი ლარი
მეხუთე და შემდგომი შვილისთვის – 5 ათასი ლარი.
უწყების ცნობით, აღნიშნული სოციალური დახმარების ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური თანადგომა და შობადობის წახალისების გზით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.