https://sputnik-georgia.com/20260120/2026-wels-aeroportebis-dacvaze-38-mln-lari-daixarjeba-296712603.html
2026 წელს აეროპორტების დაცვაზე 38 მლნ ლარამდე დაიხარჯება
2026 წელს აეროპორტების დაცვაზე 38 მლნ ლარამდე დაიხარჯება
Sputnik საქართველო
ქვეყნის ექვსი აეროპორტის უსაფრთხოებას დაცვის პოლიცია უზრუნველყოფს 20.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-20T15:39+0400
2026-01-20T15:39+0400
2026-01-20T15:39+0400
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277863631_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_55c2b78007134a3a4bc709e7df78ed71.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. 2026 წელს საქართველოს აეროპორტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე 37,9 მლნ ლარია გათვალისწინებული, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" უკევ გააფორმა დაცვის პოლიციასთან კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის სამი საერთაშორისო აეროპორტის - თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ასევე თელავის, მესტიისა და ამბროლაურის შიდა აეროპორტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.2025 წელს ეს სერვისი 33,2 მლნ ლარი დაჯდა, 2024 წელს კი 24,2 მლნ ლარი.კონტრაქტის თანახმად, აეროპორტების დაცვის უზრუნველყოფაზე სულ 1.099 პირისგან შემდგარი პერსონალი იქნება პასუხისმგებელი.კონტრაქტის პირობების მიხედვით, საავიაციო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის ანაზღაურება თვეში 10,151 ლარით განისაზღვრება. შედარებისთვის გასულ წელს ამ პოსტზე თანამდებობრივი სარგო 8,200 ლარს შეადგენდა, ხოლო მთლიანად დაცვის პერსონალის მოცულობა 888 იყო. შესაბამისად, 2026 წელს აეროპორტების დაცვის შემადგენლობა გაფართოვდება.საქართველოში აეროპორტები იურიდიულად სწორედ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" საკუთრებაშია. საერთაშორისო აეროპორტებიდან ორის - თბილისის და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი ADP Group-ში შემავალი TAV Holdings-ია. ქუთაისის, მესტიის, თელავისა და ამბროლაურის აეროპორტების ოპერატორი კი თავად „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა".საკონცესიო შეთანხმების თანახმად, აეროპორტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სწორედ აეროპორტების გაერთიანებაა, რომელიც შესაბამის კონტრაქტს სახელმწიფო დაცვის სამსახურთან აფორმებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277863631_151:0:2882:2048_1920x0_80_0_0_5a4b7dd2c3c612a3278a446c28f8d08f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
2026 წელს აეროპორტების დაცვაზე 38 მლნ ლარამდე დაიხარჯება
ქვეყნის ექვსი აეროპორტის უსაფრთხოებას დაცვის პოლიცია უზრუნველყოფს
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. 2026 წელს საქართველოს აეროპორტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე 37,9 მლნ ლარია გათვალისწინებული, იუწყება მედიაპლატფორმა
BMG.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" უკევ გააფორმა დაცვის პოლიციასთან კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის სამი საერთაშორისო აეროპორტის - თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ასევე თელავის, მესტიისა და ამბროლაურის შიდა აეროპორტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
2025 წელს ეს სერვისი 33,2 მლნ ლარი დაჯდა, 2024 წელს კი 24,2 მლნ ლარი.
კონტრაქტის თანახმად, აეროპორტების დაცვის უზრუნველყოფაზე სულ 1.099 პირისგან შემდგარი პერსონალი იქნება პასუხისმგებელი.
კონტრაქტის პირობების მიხედვით, საავიაციო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის ანაზღაურება თვეში 10,151 ლარით განისაზღვრება. შედარებისთვის გასულ წელს ამ პოსტზე თანამდებობრივი სარგო 8,200 ლარს შეადგენდა, ხოლო მთლიანად დაცვის პერსონალის მოცულობა 888 იყო. შესაბამისად, 2026 წელს აეროპორტების დაცვის შემადგენლობა გაფართოვდება.
საქართველოში აეროპორტები იურიდიულად სწორედ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" საკუთრებაშია. საერთაშორისო აეროპორტებიდან ორის - თბილისის და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი ADP Group-ში შემავალი TAV Holdings-ია. ქუთაისის, მესტიის, თელავისა და ამბროლაურის აეროპორტების ოპერატორი კი თავად „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა".
საკონცესიო შეთანხმების თანახმად, აეროპორტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სწორედ აეროპორტების გაერთიანებაა, რომელიც შესაბამის კონტრაქტს სახელმწიფო დაცვის სამსახურთან აფორმებს.