https://sputnik-georgia.com/20260119/wyalburti-saqartvelo-ruminettan-damarcxda-296708554.html
წყალბურთი: საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
წყალბურთი: საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
ჯგუფის მესამე მატჩს ქართველი წყალბურთელები 21 იანვარს თურქეთის წინააღმდეგ გამართავენ. 19.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-19T20:16+0400
2026-01-19T20:16+0400
2026-01-19T20:16+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/11/250366893_0:184:1955:1284_1920x0_80_0_0_54429a1c5e821fddd2f58ab43faec2e2.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი რუმინეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 10:15 დამარცხდა.ფრედ (6:6) დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, რუმინელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე მეოთხედში მოიპოვეს და საბოლოოდ, სასურველ შედეგს მიაღწიეს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:ირაკლი რაზმაძე (მეკარე, 9 მოგერიება), გიორგი გვეტაძე (მეკარე); დუშან ვასიჩი (5 გოლი), სტეფან პიეშივაცი (2), საბა ტყეშელაშვილი (1), იოვან სარიჩი (1), ლუკა ჩიქოვანი (1), ანდრია ბითაძე, სანდრო ადეიშვილი, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ველკო ტანკოსიჩი, ანდრია ვლაჰოვიჩი.ქართველმა წყალბურთელებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარეს, დამარცხდნენ ხორვატიასთან და საბერძნეთთან, ხოლო გაიმარჯვეს სლოვენიასთან. შედეგად, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლეს, სადაც ექვსგუნდიან F ჯგუფში მოხვდნენ – პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში იტალიასთან დათმეს. მეორე ჯგუფური ეტაპიდან პირველ და მეორე ადგილზე გასულები ნახევარფინალში გააგრძელებენ ბრძოლას.ჯგუფის მესამე მატჩს ქართველი წყალბურთელები 21 იანვარს თურქეთის წინააღმდეგ გამართავენ.ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებენ, საუკეთესო შედეგი 2022 წელს დააფიქსირეს – შეჯიბრება მე-8 ადგილზე დაასრულეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/11/250366893_0:211:1457:1304_1920x0_80_0_0_9d9f0b439997c002f8933ed336042b97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
წყალბურთი: საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ჯგუფის მესამე მატჩს ქართველი წყალბურთელები 21 იანვარს თურქეთის წინააღმდეგ გამართავენ.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი რუმინეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 10:15 დამარცხდა.
ფრედ (6:6) დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, რუმინელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე მეოთხედში მოიპოვეს და საბოლოოდ, სასურველ შედეგს მიაღწიეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ირაკლი რაზმაძე (მეკარე, 9 მოგერიება), გიორგი გვეტაძე (მეკარე); დუშან ვასიჩი (5 გოლი), სტეფან პიეშივაცი (2), საბა ტყეშელაშვილი (1), იოვან სარიჩი (1), ლუკა ჩიქოვანი (1), ანდრია ბითაძე, სანდრო ადეიშვილი, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ველკო ტანკოსიჩი, ანდრია ვლაჰოვიჩი.
ქართველმა წყალბურთელებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარეს, დამარცხდნენ ხორვატიასთან და საბერძნეთთან, ხოლო გაიმარჯვეს სლოვენიასთან. შედეგად, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლეს, სადაც ექვსგუნდიან F ჯგუფში მოხვდნენ – პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში იტალიასთან დათმეს. მეორე ჯგუფური ეტაპიდან პირველ და მეორე ადგილზე გასულები ნახევარფინალში გააგრძელებენ ბრძოლას.
ჯგუფის მესამე მატჩს ქართველი წყალბურთელები 21 იანვარს თურქეთის წინააღმდეგ გამართავენ.
ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებენ, საუკეთესო შედეგი 2022 წელს დააფიქსირეს – შეჯიბრება მე-8 ადგილზე დაასრულეს.