მოსაზრება: ტრამპი ისტორიაში შევიდა

© AP Photo / Jacquelyn Martin
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2026
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
„ურყევი ციხესიმაგრე“ — გრენლანდია სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად, ევრომებრძოლები ამ დემოკრატიის ციტადელის ტრამპისგან დაცვას აპირებდნენ და კუნძულზე თავიანთი ძლიერი, პროგრესული, გენდერფლუიდი სამხედროების მცირე ჯგუფი გადასხეს.
გამოვიდა რაღაც გაუგებარი — არც „ათ პატარა ზანგუნას“ ტიპის თვლა, არც მეკობრეთა სიმღერა: „თხუთმეტი კაცი მკვდრის ზარდახშაზე, იო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი “. ნორვეგიიდან და ფინეთიდან თითო-თითო წყვილი სამხედრო ჩავიდა. დიდმა ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმა თითო-თითო მიავლინა. შვედეთმა რაღაც რაოდენობის გაგზავნა დააანონსა. საფრანგეთმა თხუთმეტი ადამიანი გააგზავნა. დაახლოებით იმდენივე გერმანიამ. და, ფაქტობრივად, სულ ეს არის.
გრენლანდიის ფართობი ორ მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტია. მაგრამ რა პრობლემაა… სამი მუშკეტერი და დ’არტანიანი ხომ რამდენიმე საათის განმავლობაში მთელი ლა-როშელის დაცვას ახერხებდნენ…
აშშ-ის პრეზიდენტმა ამ ქაოსს რომ დახედა, სრულიად მშვიდად იკითხა, როდის იქნებოდა ევროპელებისთვის მოსახერხებელი მოლაპარაკებების დაწყება გრენლანდიის აშშ-ის შემადგენლობაში შესაყვანად, თორემ მას კოკა-კოლა ეთბობოდა. ატლანტიკის ოკეანის გაღმა, შეშინქბულები, დადუმდნენ.
ტრამპმა, პასუხი რომ არ მიიღო, გულგრილად გამოაცხადა, რომ ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც გაბედა და გრენლანდიაში სამხედროები გაგზავნა, 10-პროცენტიან საბაჟო გადასახადს დაუწესებს.
რამდენიმე საათიც არ გასულა და გერმანელი სამხედროებმა (სულ თხუთმეტმა კაცმა) კუნძულიდან სახლში მოკურცხლეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ სასწრაფო ბრძანება გამოსცა და მათი მისია დასრულებულად გამოაცხადა. ბუნდესვერის წარმომადგენლებმა სრულიად სერიოზული სახით განაცხადეს, რომ გერმანელმა სამხედროებმა ყველა ამოცანა წარმატებით შეასრულეს.
ასე გაჩნდა გრენლანდიის დაცვაში ბზარი და არსებობს შიში, რომ მალე კუნძული ევროპელებისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას დაკარგავს. და გადასახადებთან დაკავშირებით რა ხდება? მხოლოდ გერმანიისთვის დამატებითი 10 პროცენტი ექსპორტზე წლიურად 15 მილიარდ ევრომდე ზარალს ნიშნავს, ქვეყანა კი ისედაც კრიზისშია.
ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. ხოლო 1 ივნისიდან გადასახადები უკვე 25 პროცენტი გახდება. რაღაც პასუხი ხომ საჭიროა, რადგან გრენლანდიიდან ევროსამხედროების ელვისებური გაქცევა აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციას, დიდი ალბათობით, არ შეარბილებს. „მამიკო დასჯით“.
ევროპელებმა ტრამპს თითქოს ძალიან “მაგრად” უპასუხეს. ჯერ ბრიუსელში ელჩების საგანგებო შეხვედრა ჩატარდა. შემდეგ კი მაკრონმა „… აშშ-ის წინააღმდეგ ძლიერი „სავაჭრო ბაზუკის” გამოყენებით დაიმუქრა“, იგულისხმა რა ევროპული სანქციებისა და შეზღუდვების კომპლექსი.
და ბოლოს. ბელგიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აქვს გეგმა B იმ შემთხვევისთვის, თუ შეერთებული შტატები გრენლანდიას დაიკავებს. გეგმის შინაარსის გამჟღავნება მან არ ისურვა. თუ ბელგიამაც კი მოთმინება დაკარგა, ესეიგი… შეგვიძლია, დავიშალოთ, მეგობრებო.
აშშ-ში ევროპელთა ამ მცდელობებზე ღიად ხარხარებენ. ობიექტურად რომ ვთქვათ, თუ ისინი „მამიკოს“ გააბრაზებენ, ტრამპი მათთვის ამერიკულ ბაზარს, უბრალოდ, დახურავს. ამის შემდეგ ევროკავშირის ეკონომიკა მტკივნეულ კრუნჩხვებში დლევს სულს. გრენლანდიის თოვლში გაჭედილ უბედურ ევრომეომრებზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
„დავჭყლიტოთ ისინი, როგორც ხოჭოები!“ —აცხადებს Fox News ირონიით.
დონალდ ტრამპი ჩვენს თვალწინ აღებს კარს მსოფლიო ისტორიაში. თუ მას მართლაც გამოუვა გრენლანდიის მიერთება, იგი საკუთარ ქვეყანას აჩუქებს: ძვირფასი ლითონებისა და იშვიათმიწა ელემენტების უზარმაზარ მარაგს, არქტიკაში ძლიერ საყრდენ პუნქტს, რომელიც ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი სავაჭრო გზის კონტროლს გახდის შესაძლებელს, ასევე სტრატეგიულ სივრცეს რაკერსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განსათავსებლად, რაც „ოქროს გუმბათის“ სისტემის დახურვას უზრუნველყოფს.
ასეთი საჩუქარი შეერთებულ შტატებს საუკუნეზე მეტია, არ მიუღია. ბოლო ტერიტორია აშშ-ს ვუდრო უილსონის დროს, 1917 წელს შეუერთდა, მაშინ მან იმავე დანიისგან ვირჯინიის კუნძულები შეიძინა. წელს კი ამერიკა დაარსებიდან 250 წელს აღნიშნავს. საკუთარ ქვეყანას უკეთეს საჩუქარს პრეზიდენტი, უბრალოდ, ვერ გაუკეთებდა. ფასიც შესაბამისია: რა არის 700 მილიარდი დოლარი, იმ სარგებელთან შედარებით, რაც გრენლანდიამ ამერიკელებს, შეიძლება, მოუტანოს?
ევროპელებს კი მხოლოდ ის დარჩენიათ, უძლური ბრაზით უცქერონ ამ ყველაფერს. ვაშინგტონის წინააღმდეგ არც ეკონომიკური და არც სამხედრო ბერკეტები მათ არ აქვთ. საერთაშორისო სამართალზე აპელირება უაზრობაა: ტრამპი მას ისევე უყურებს, როგორც აბრაამ ლინკოლნი უყურებდა, როცა სამოქალაქო ომის დროს უზენაესი სასამართლო „გააჩუმა“. მისთვის ქვეყნის კეთილდღეობა ნებისმიერ იურიდიულ ფორმალობაზე მაღლა დგას, რადგან მისი მისიაა, ამერიკა კვლავ დიდებული გახადოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0