https://sputnik-georgia.com/20260119/tovli-tbilisshi-gamgeobebi-intensiurad-mushaoben-296708091.html
თოვლი თბილისში: გამგეობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ
თოვლი თბილისში: გამგეობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ
Sputnik საქართველო
თბილისსა და მის შემოგარენში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში თოვლიანი ამინდი 20 იანვრამდე შენარჩუნდება. 19.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-19T18:13+0400
2026-01-19T18:13+0400
2026-01-19T18:13+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/15/265379945_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_4a78bc27febbdc0eb9132f6c791ba42a.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. დედაქალაქში დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების თავიდან ასაცილებლად სამუშაოები ყველა რაიონში გრძელდება.როგორც საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საბურთალოს რაიონში გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება.მისი თქმით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება საბურთალოს რაიონთან შემოერთებულ ტერიტორიებზეც. კერძოდ, სოფელ დიღომში, სოფელ ვეძისში, დიდგორში, თელოვანში. გლდანის რაიონის გამგებლის ბესიკ კალაძის განცხადებით, შედარებით უხვი ნალექი ფიქსირდება გლდანის რაიონში, შემოერთებულ ტერიტორიებზე. მისი თქმით, გამგეობამ უზრუნველყო, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს, მოსახლეობას გადაადგილების მხრივ პრობლემა არ შეჰქმნოდა. თბილისსა და მის შემოგარენში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში თოვლიანი ამინდი 20 იანვრამდე შენარჩუნდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, „თბილსერვისი", ათივე რაიონის გამგეობა, კონტრაქტორი კომპანიები. მობილიზებულია 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა. ქალაქში ყველა ცენტრალური ქუჩა, გამზირი, მეორეხარისხოვანი გზები, სრულად გაწმენდილია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ, შეფერხების გარეშე გადაადგილდება.თოვლის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/15/265379945_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_54a6b7e68980406478c812daf5ab30c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თოვლი თბილისში: გამგეობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ
თბილისსა და მის შემოგარენში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში თოვლიანი ამინდი 20 იანვრამდე შენარჩუნდება.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. დედაქალაქში დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების თავიდან ასაცილებლად სამუშაოები ყველა რაიონში გრძელდება.
როგორც საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საბურთალოს რაიონში გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება.
„რამდენიმეჯერ განხორციელდა ტექნიკური მარილის დაყრა. ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. მოხდა დაზიანებები ელექტროგადამცემ ხაზებზე, რომლის აღდგენა მიმდინარეობს”, -განაცხადა ვასაძემ.
მისი თქმით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება საბურთალოს რაიონთან შემოერთებულ ტერიტორიებზეც. კერძოდ, სოფელ დიღომში, სოფელ ვეძისში, დიდგორში, თელოვანში.
გლდანის რაიონის გამგებლის ბესიკ კალაძის განცხადებით, შედარებით უხვი ნალექი ფიქსირდება გლდანის რაიონში, შემოერთებულ ტერიტორიებზე.
„ეს არის მუხიანის აგარაკები, გიორგი წმინდის დასახლება, ე.წ. გაზების დასახლება, ავჭალა, თუმცა „თბილსერვის ჯგუფის“ დროული ჩართულობით, შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, ტექნიკური მარილის გამოყენებით, ასევე გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის ჩართულობით, შევძელით, რომ არცერთ ქუჩაზე არ ყოფილიყო რაიმე სახის დაბრკოლება”, - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, გამგეობამ უზრუნველყო, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს, მოსახლეობას გადაადგილების მხრივ პრობლემა არ შეჰქმნოდა.
თბილისსა და მის შემოგარენში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში თოვლიანი ამინდი 20 იანვრამდე შენარჩუნდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, „თბილსერვისი", ათივე რაიონის გამგეობა, კონტრაქტორი კომპანიები. მობილიზებულია 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა. ქალაქში ყველა ცენტრალური ქუჩა, გამზირი, მეორეხარისხოვანი გზები, სრულად გაწმენდილია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ, შეფერხების გარეშე გადაადგილდება.
თოვლის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.