https://sputnik-georgia.com/20260119/tbilservisjgupi-yvela-qucha-gawmendilia-296702923.html
„თბილსერვის ჯგუფი": აბსოლუტურად ყველა ქუჩა გაწმენდილია
„თბილსერვის ჯგუფი": აბსოლუტურად ყველა ქუჩა გაწმენდილია
Sputnik საქართველო
თბილისსა და მის შემოგარენში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს. 19.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-19T15:37+0400
2026-01-19T15:37+0400
2026-01-19T15:37+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0a/285562752_0:150:1196:822_1920x0_80_0_0_6dc0a7173bf4c0b481d24abd7436558f.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. თბილისსა და მის შემოგარენში თოვლისგან ყველა ქუჩა გაწმენდილია, განაცხადა დედაქალაქის მერიის „თბილსერვის ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი პაპავამ. თბილისში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში თოვლიანი ამინდი 20 იანვრამდე შენარჩუნდება. „თბილსერვის ჯგუფი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს. აბსოლუტურად ყველა ქუჩა გაწმენდილია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს შეფერხებების გარეშე. ამ ეტაპზეც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის ქუჩების დასუფთავება”, -განაცხადა გიორგი პაპავამ. მისი თქმით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის „ცხელი ხაზი". „მივმართავთ მოსახლეობას, თუ სადმე შეიქმნა პრობლემა, შეგვატყობინონ და მივიღებთ მყისიერ რეაგირებას," - აღნიშნა გიორგი პაპავამ. თოვლის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლის დარეკოს „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0a/285562752_0:38:1196:934_1920x0_80_0_0_689b4fd6c326763f132a2198a1a09440.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
„თბილსერვის ჯგუფი": აბსოლუტურად ყველა ქუჩა გაწმენდილია
თბილისსა და მის შემოგარენში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. თბილისსა და მის შემოგარენში თოვლისგან ყველა ქუჩა გაწმენდილია, განაცხადა დედაქალაქის მერიის „თბილსერვის ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი პაპავამ.
თბილისში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში თოვლიანი ამინდი 20 იანვრამდე შენარჩუნდება.
„თბილსერვის ჯგუფი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს. აბსოლუტურად ყველა ქუჩა გაწმენდილია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს შეფერხებების გარეშე. ამ ეტაპზეც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის ქუჩების დასუფთავება”, -განაცხადა გიორგი პაპავამ.
მისი თქმით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის „ცხელი ხაზი".
„მივმართავთ მოსახლეობას, თუ სადმე შეიქმნა პრობლემა, შეგვატყობინონ და მივიღებთ მყისიერ რეაგირებას," - აღნიშნა გიორგი პაპავამ.
თოვლის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლის დარეკოს „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.