https://sputnik-georgia.com/20260119/saqstatma-mosaxleobis-agweris-shedegebis-gamoqveknebis-tarigi-daasaxela-296696863.html
„საქსტატმა" საქართველოს მოსახლეობის აღწერის შედეგების გამოქვეყნების ვადა დაასახელა
„საქსტატმა" საქართველოს მოსახლეობის აღწერის შედეგების გამოქვეყნების ვადა დაასახელა
Sputnik საქართველო
მოსახლეობის აღწერა, ისტორიაში პირველად, 100%-ით ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. 19.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-19T11:00+0400
2026-01-19T11:00+0400
2026-01-19T11:00+0400
საქართველო
საქსტატი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285775450_0:273:3078:2004_1920x0_80_0_0_6e54c03973221f13376a36a117b59295.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის აღწერის საბოლოო მონაცემები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება, განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილმა. მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა, წინასწარი მონაცემები 2025 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა, რომლის თანახმად საქართველოს მოსახლეობამ 3 914 000 ადამიანი შეადგინა.გარდა ამისა, გამოქვეყნდება მონაცემები მოსახლეობის საბინაო პირობების შესახებ და, რაც მთავარია, გამოქვეყნდება მონაცემები სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესახებ, რომელიც მოიცავს მიწის ფართობს, პირუტყვისა და ფრინველის რაოდენობას.მისი თქმით, აღწერის ისტორიაში პირველად იყო დიგიტალიზაციის 100-პროცენტიანი პროცესი.„ჩვენ მონაცემები არ შეგვიგროვებია ქაღალდის კითხვარის მეშვეობით. პროცესი იყო ორ ნაწილად განაწილებული. პირველ ეტაპზე განხორციელდა თვითრეგისტრაცია მოსახლეობის მიერ და შემდგომში უკვე ჩვენმა ინტერვიუერებმა პლანშეტების გამოყენებით ჩაატარეს კარდაკარ აღწერა", - განახადა შავიშვილმა. საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო როგორც ვებგვერდზე ანკეტის შევსებით, ისე სახლში, „კარდაკარის“ თანამშრომლების კითხვებზე პასუხების გაცემით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285775450_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_fcb6ac8c5ef6f7853d4cbb456b4c9224.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, ახალი ამბები
„საქსტატმა" საქართველოს მოსახლეობის აღწერის შედეგების გამოქვეყნების ვადა დაასახელა
მოსახლეობის აღწერა, ისტორიაში პირველად, 100%-ით ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის აღწერის საბოლოო მონაცემები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება, განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილმა.
მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა, წინასწარი მონაცემები 2025 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა, რომლის თანახმად საქართველოს მოსახლეობამ 3 914 000 ადამიანი შეადგინა.
„წელს, აპრილის ბოლოსკენ გამოქვეყნდება მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობა მუნიციპალიტეტების და რეგიონების დონეზე, ხოლო 2026 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება სხვა დანარჩენი ინფორმაცია, რომელიც ეხება მოსახლეობის ეროვნებას, განათლებას, ქორწინებით მდგომარეობას, დასაქმება-უმუშევრობის შესახებ ინფორმაციას", - განაცხადა შავიშვილმა.
გარდა ამისა, გამოქვეყნდება მონაცემები მოსახლეობის საბინაო პირობების შესახებ და, რაც მთავარია, გამოქვეყნდება მონაცემები სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესახებ, რომელიც მოიცავს მიწის ფართობს, პირუტყვისა და ფრინველის რაოდენობას.
მისი თქმით, აღწერის ისტორიაში პირველად იყო დიგიტალიზაციის 100-პროცენტიანი პროცესი.
„ჩვენ მონაცემები არ შეგვიგროვებია ქაღალდის კითხვარის მეშვეობით. პროცესი იყო ორ ნაწილად განაწილებული. პირველ ეტაპზე განხორციელდა თვითრეგისტრაცია მოსახლეობის მიერ და შემდგომში უკვე ჩვენმა ინტერვიუერებმა პლანშეტების გამოყენებით ჩაატარეს კარდაკარ აღწერა", - განახადა შავიშვილმა.
საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო როგორც ვებგვერდზე ანკეტის შევსებით, ისე სახლში, „კარდაკარის“ თანამშრომლების კითხვებზე პასუხების გაცემით.