ჩოგბურთი: საბა ფურცელაძე ჰურგადის ტურნირის გამარჯვებულია

საბა ფურცელაძე
საბა ფურცელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2026
გამოწერა
ამჟამად საბა ფურცელაძე პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 286-ე ადგილს იკავებს.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე ეგვიპტის ქალაქ ჰურგადაში დასრულებული ტურნირის ჩემპიონი გახდა.
ფინალურ მატჩში 24 წლის ფურცელაძემ იტალიელი ალექსანდრ ბინდა ორ სეტში - 6:4, 7:6 დაამარცხა და 2026 წელს პირველი ტიტული მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ჰურგადაში ისე იასპარეზა, სეტიც არ დაუთმია და ყველა მატჩში დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ამჟამად საბა ფურცელაძე პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 286-ე ადგილს იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0