https://sputnik-georgia.com/20260119/kaladze-mzad-vart-rom-gzebze-sheperxeba-ar-iyos-296697891.html
კალაძე: დღის განმავლობაში მოსალოდნელია უხვი ნალექი, მზად ვართ რომ გზებზე შეფერხება არ იყოს
კალაძე: დღის განმავლობაში მოსალოდნელია უხვი ნალექი, მზად ვართ რომ გზებზე შეფერხება არ იყოს
Sputnik საქართველო
თბილისსა და მის შემოგარენში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში თოვლიანი ამინდი 20 იანვრამდე შენარჩუნდება. 19.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-19T10:28+0400
2026-01-19T10:28+0400
2026-01-19T10:28+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/09/273777966_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_4cbd89ed6b4ef34f773f8c3b46071e2a.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. დედაქალაქში თოვლისგან გზების გაწმენდა გრძელდება, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ცენტრალურ ქუჩებთან ერთად, იწმინდება შიდა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელების ჩასასვლელები, საერთო სარგებლობის კიბეები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები. სპეცტექნიკის პარალელურად, ცოცხალი ძალის საშულებითაც იყრება ტექნიკური მარილი.დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანსა და კახა აბულაძესთან ერთად, კოჯორში იმყოფებოდა, სადაც ტექნიკური მარილის დატვირვისა და შემდეგ გზების გაწმენდის პროცესს გაეცნო.მისი თქმით, „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ.უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კალაძე ავტომანქანების მძღოლებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის საბურავებით.უწყების ცნობით, თოვლიანობის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლის დარეკოს „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.თბილისსა და მის შემოგარენში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში თოვლიანი ამინდი 20 იანვრამდე შენარჩუნდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/09/273777966_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_3cb095a5fcf8b5c0e8936eb5e37fcf2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: დღის განმავლობაში მოსალოდნელია უხვი ნალექი, მზად ვართ რომ გზებზე შეფერხება არ იყოს
თბილისსა და მის შემოგარენში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში თოვლიანი ამინდი 20 იანვრამდე შენარჩუნდება.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. დედაქალაქში თოვლისგან გზების გაწმენდა გრძელდება, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ცენტრალურ ქუჩებთან ერთად, იწმინდება შიდა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელების ჩასასვლელები, საერთო სარგებლობის კიბეები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები. სპეცტექნიკის პარალელურად, ცოცხალი ძალის საშულებითაც იყრება ტექნიკური მარილი.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანსა და კახა აბულაძესთან ერთად, კოჯორში იმყოფებოდა, სადაც ტექნიკური მარილის დატვირვისა და შემდეგ გზების გაწმენდის პროცესს გაეცნო.
„მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, "თბილსერვისი", ათივე რაიონის გამგეობა, კონტრაქტორი კომპანიები/ მობილიზებულია 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა. ქალაქში ყველა ცენტრალური ქუჩა, გამზირი, მეორეხარისხოვანი გზები, სრულად გაწმენდილია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ, შეფერხების გარეშე გადაადგილდება. მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია უხვი ნალექი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გზებზე შეფერხება არ იყოს", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კალაძე ავტომანქანების მძღოლებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის საბურავებით.
უწყების ცნობით, თოვლიანობის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლის დარეკოს „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.
თბილისსა და მის შემოგარენში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში თოვლიანი ამინდი 20 იანვრამდე შენარჩუნდება.