https://sputnik-georgia.com/20260119/deputatebi-sandus-pozicias-akritikeben-296707876.html
პარლამენტის დეპუტატებმა მაია სანდუს პოზიცია მკაცრად გააკრიტიკეს
პარლამენტის დეპუტატებმა მაია სანდუს პოზიცია მკაცრად გააკრიტიკეს
Sputnik საქართველო
როგორც მმართველმა პარტიამ ადრე განაცხადა, „ქართული ოცნება“ მოლდოვასგან სრულიად საპირისპირო პოლიტიკას ატარებს და სწორედ ამ მიზეზით აკრიტიკებენ ევროპელი... 19.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-19T20:59+0400
2026-01-19T20:59+0400
2026-01-19T20:59+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
მოლდოვა
რუმინეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995916_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_df63a06fd1714bbb78ae35c6c050f92c.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოში მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოლდოვას რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებები და პოზიცია მკაცრად გააკრიტიკეს.გასულ კვირაში სანდუმ ბრიტანულ The Rest Is Politics-ის პოდკასტში განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, ის მოლდოვას რუმინეთთან შეერთებას მისცემდა ხმას, რის მიზეზად დაასახელა რთული საერთაშორისო ვითარება და ის სირთულეები, რომლებსაც რესპუბლიკა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აწყდება.სანდუს განცხადება ნგრევის თავიდან არიდების ერთადერთ გზად არის წარმოსახული, აღნიშნა პოლიტიკოსმა.საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის თქმით, „დიფ სთეითისა" და მისი წარმომადგენლებისთვის სუვერენიტეტის მნიშვნელობა არაფერს წარმოადგენს.„როდესაც ხარ „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი და აგენტი, იქ უკვე არავინ არაფერს გეკითხება - ან უნდა წახვიდე, ან უნდა ითამაშო ის თამაში, რასაც გეტყვიან. აი ასეთი სამწუხარო მოცემულობა არსებობს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.როგორც მმართველმა პარტიამ ადრე განაცხადა, „ქართული ოცნება“ მოლდოვასგან სრულიად საპირისპირო პოლიტიკას ატარებს და სწორედ ამ მიზეზით აკრიტიკებენ ევროპელი ბიუროკრატები ქვეყნის ხელისუფლებას.მოლდოვის პრეზიდენტს მწვავედ აკრიტიკებენ სამშობლოშიც. გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში მოლდოველმა დეპუტატმა ბოგდან ცერდიამ მაია სანდუ მიხეილ სააკაშვილსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეადარა და განაცხადა, რომ ისინი არიან ჯაშუშების დესანტი უცხო სახელმწიფოდან. დეპუტატი რუმინეთთან მოლდოვის გაერთიანებას ეწინააღმდეგება.
საქართველო
მოლდოვა
რუმინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995916_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_4e72dca9e2e915ef73a42f684d7c0b33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, მოლდოვა, რუმინეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, მოლდოვა, რუმინეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
პარლამენტის დეპუტატებმა მაია სანდუს პოზიცია მკაცრად გააკრიტიკეს
როგორც მმართველმა პარტიამ ადრე განაცხადა, „ქართული ოცნება“ მოლდოვასგან სრულიად საპირისპირო პოლიტიკას ატარებს და სწორედ ამ მიზეზით აკრიტიკებენ ევროპელი ბიუროკრატები ქვეყნის ხელისუფლებას.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოში მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოლდოვას რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებები და პოზიცია მკაცრად გააკრიტიკეს.
გასულ კვირაში სანდუმ ბრიტანულ The Rest Is Politics-ის პოდკასტში განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, ის მოლდოვას რუმინეთთან შეერთებას მისცემდა ხმას, რის მიზეზად დაასახელა რთული საერთაშორისო ვითარება და ის სირთულეები, რომლებსაც რესპუბლიკა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აწყდება.
„აბსოლუტურად წარმოუდგენელია ის, რომ სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია უარი თქვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტზე. რუმინეთი და მოლდოვა ეთნიკურად ერთმანეთთან ახლოს არიან თუ არა, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია; რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე მოლდოვა, რომ პერსპექტივა არ გააჩნია გადარჩენის?", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
სანდუს განცხადება ნგრევის თავიდან არიდების ერთადერთ გზად არის წარმოსახული, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის თქმით, „დიფ სთეითისა" და მისი წარმომადგენლებისთვის სუვერენიტეტის მნიშვნელობა არაფერს წარმოადგენს.
„როდესაც ხარ „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი და აგენტი, იქ უკვე არავინ არაფერს გეკითხება - ან უნდა წახვიდე, ან უნდა ითამაშო ის თამაში, რასაც გეტყვიან. აი ასეთი სამწუხარო მოცემულობა არსებობს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„მაია სანდუ იქნება, სააკაშვილი, ზელენსი თუ ნებისმიერი მათი წარმომადგენელი, ერთ ნარატივზე არიან - ოღონდ იყოს ისე, როგორც იტყვის „დიფ სთეითი“ ბრიუსელში“, - აღნიშნა დეპუტატმა.
როგორც მმართველმა პარტიამ ადრე განაცხადა, „ქართული ოცნება“ მოლდოვასგან სრულიად საპირისპირო პოლიტიკას ატარებს და სწორედ ამ მიზეზით აკრიტიკებენ ევროპელი ბიუროკრატები ქვეყნის ხელისუფლებას.
მოლდოვის პრეზიდენტს მწვავედ აკრიტიკებენ სამშობლოშიც. გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში მოლდოველმა დეპუტატმა ბოგდან ცერდიამ მაია სანდუ მიხეილ სააკაშვილსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეადარა და განაცხადა, რომ ისინი არიან ჯაშუშების დესანტი უცხო სახელმწიფოდან. დეპუტატი რუმინეთთან მოლდოვის გაერთიანებას ეწინააღმდეგება.