https://sputnik-georgia.com/20260119/batumshi-natlisgeba-zgvashi-shtaplvis-ritualit-agnishnes-296698453.html
ბათუმში ნათლისღება ზღვაში შთაფლვის ტრადიციული რიტუალით აღნიშნეს
ბათუმში ნათლისღება ზღვაში შთაფლვის ტრადიციული რიტუალით აღნიშნეს
Sputnik საქართველო
სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს... 19.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-19T11:32+0400
2026-01-19T11:32+0400
2026-01-19T11:32+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/13/274056311_0:154:3093:1893_1920x0_80_0_0_2ded9fcb3810ea2f9eaf4ad3ed650747.jpg
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ბათუმში ნათლისღების დღესასწაული ზღვის კურთხევისა და მრევლის განბანვის ტრადიციული რიტუალით აღნიშნეს, იუწყება პირველი არხი.მორწმუნეები ზღვაში შესვლამდე ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა.ზღვა სასულიერო პირებმა აკურთხეს, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ. შესრულდა საგალობლები, ასევე დაანთეს სანთლები. ბათუმის სანაპიროზე წელსაც ასობით მორწმუნე გავიდა.ზღვაში შესვლის ტრადიცია აჭარაში მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით აღდგა და ყოველწლიურად მასში სულ უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს. განბანის რიტუალი ცოდვების მიტევების სიმბოლოდ ითვლება.მორწმუნეების უსაფრთხოებაზე მაშველები ზრუნავდნენ.19 იანვარს, ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს დღე უქმედ არის გამოცხადებული.სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა, წირვის შედეგ ეკურთხება დიდი აიაზმა და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი ურიგდება მორწმუნე მრევლს.ნათლისღების წყალი ინახება დიდხანს უხრწნელად და ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი, რომელიც მას რწმენით დალევს, უამრავი სნეულებისგან შეიძლება განიკურნოს.საქართველოში ასევე ჩამოყალიბდა ტრადიციად, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ნათლულები ულოცავენ ნათლიებს დღესასწაულს და მიდიან მათთან სტუმრად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/13/274056311_180:0:2911:2048_1920x0_80_0_0_ca0106bf724d59d894e55b77a9c12a41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
ბათუმში ნათლისღება ზღვაში შთაფლვის ტრადიციული რიტუალით აღნიშნეს
სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ბათუმში ნათლისღების დღესასწაული ზღვის კურთხევისა და მრევლის განბანვის ტრადიციული რიტუალით აღნიშნეს, იუწყება პირველი არხი.
მორწმუნეები ზღვაში შესვლამდე ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა.
ზღვა სასულიერო პირებმა აკურთხეს, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ. შესრულდა საგალობლები, ასევე დაანთეს სანთლები. ბათუმის სანაპიროზე წელსაც ასობით მორწმუნე გავიდა.
„საღვთო დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმელები ტრადიციულად ზღვაში შევდივართ. გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს”, - აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ზღვაში შესვლის ტრადიცია აჭარაში მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით აღდგა და ყოველწლიურად მასში სულ უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს. განბანის რიტუალი ცოდვების მიტევების სიმბოლოდ ითვლება.
მორწმუნეების უსაფრთხოებაზე მაშველები ზრუნავდნენ.
19 იანვარს, ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს დღე უქმედ არის გამოცხადებული.
სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა, წირვის შედეგ ეკურთხება დიდი აიაზმა და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი ურიგდება მორწმუნე მრევლს.
ნათლისღების წყალი ინახება დიდხანს უხრწნელად და ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი, რომელიც მას რწმენით დალევს, უამრავი სნეულებისგან შეიძლება განიკურნოს.
საქართველოში ასევე ჩამოყალიბდა ტრადიციად, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ნათლულები ულოცავენ ნათლიებს დღესასწაულს და მიდიან მათთან სტუმრად.