https://sputnik-georgia.com/20260118/rodis-dasruldeba-shua-derepnis-gzebis-mshenebloba-296683783.html
საქართველო „შუა დერეფნის" გზების მშენებლობის დასრულებას 2026 წელს გეგმავს
საქართველო „შუა დერეფნის" გზების მშენებლობის დასრულებას 2026 წელს გეგმავს
Sputnik საქართველო
ამჟამად „შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ. 18.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-18T09:58+0400
2026-01-18T09:58+0400
2026-01-18T09:58+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284796900_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_90406637a37cfd0ad1eabd75b37a5a73.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობა „შუა დერეფნის“ პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანისა და სომხეთის თურქეთთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობის სრულად დასრულებას 2026 წელს გეგმავს.„შუა დერეფანი“ არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.„ამ პროექტების განხორციელების შედეგად დასრულდება „შუა დერეფნის" იმ მონაკვეთების მშენებლობა, რომლებიც საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს აკავშირებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.ამჟამად „შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.საქართველო „შუა დერეფანს“ 2022 წელს შეუერთდა. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284796900_510:0:2046:1152_1920x0_80_0_0_6609e87b815a6e99d7e8b4672c9774b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო „შუა დერეფნის" გზების მშენებლობის დასრულებას 2026 წელს გეგმავს
ამჟამად „შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობა „შუა დერეფნის“ პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანისა და სომხეთის თურქეთთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობის სრულად დასრულებას 2026 წელს გეგმავს.
„შუა დერეფანი“ არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
2026 წლის ბიუჯეტში ასახული მთავრობის გეგმების თანახმად, დაგეგმილია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიმავალი რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მონაკვეთების მშენებლობის სრულად დასრულება, ასევე თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა.
„ამ პროექტების განხორციელების შედეგად დასრულდება „შუა დერეფნის" იმ მონაკვეთების მშენებლობა, რომლებიც საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს აკავშირებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
ამჟამად „შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
საქართველო „შუა დერეფანს“ 2022 წელს შეუერთდა. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.