დიანა დევისი და გლებ სმოლკინი ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულში მოხვდნენ

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიდიანა დევისი და გლებ სმოლკინი
დიანა დევისი და გლებ სმოლკინი - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2026
გამოწერა
შეფილდში გამართულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა – წყვილთა შორის ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, ხოლო მამაკაცთა შორი ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა წარადგინესю
მოკლე პროგრამის შემდეგ წყვილი მეექვსე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში დევისმა და სმოლკინმა 120,64 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 199,31 ქულით საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს.
შეფილდში გამართულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა – წყვილთა შორის ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, ხოლო მამაკაცთა შორი ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
18 იანვარს ევროპის ჩემპიონატზე გალაწარმოდგენა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
ყველა ახალი ამბავი
0