https://sputnik-georgia.com/20260117/qartveli-mocigurave-nika-egaze-evropis-cempionia-296686658.html
პირველად ისტორიაში: ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონი გახდა
პირველად ისტორიაში: ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონი გახდა
Sputnik საქართველო
ნიკა ეგაძე რუსეთის დამსახურებული მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის მოწაფეა 17.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-17T21:15+0400
2026-01-17T21:15+0400
2026-01-18T03:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/11/296685923_0:0:1536:864_1920x0_80_0_0_6797c3a375725ec27735e54c61735889.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.მოკლე პროგრამაში ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ, ეგაძემ 91.28 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. თავისუფალ პროგრამაში მან 181.72 ქულა დააგროვა და ჯამური შედეგით - 273 ქულით - ევროპის ჩემპიონი გახდა.ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი იტალიელმა მატეო რიცომ მოიპოვა (256.37 ქულა), ხოლო ჩეხმა მოციგურავემ გეორგი რეშტენკომ ბრინჯაო აიღო (238.27).ისტორიაში პირველად, მამაკაცთა შეჯიბრში ქართველმა მოციგურავემ ოქროს მედალი მოიპოვა. ტალინში გამართულ ევროპის ბოლო ჩემპიონატზე ეგაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა.ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე 23 წლისაა. მისი ერთ-ერთი მწვრთნელი რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი ეთერი თუთბერიძეა. ჩემპიონატამდე ეგაძე ISU-ს რეიტინგში მერვე ადგილზე იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/11/296685923_0:0:1536:1152_1920x0_80_0_0_80b99b0d0e563418f664c4f9a88ea22d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
პირველად ისტორიაში: ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონი გახდა
21:15 17.01.2026 (განახლებულია: 03:15 18.01.2026) ნიკა ეგაძე რუსეთის დამსახურებული მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის მოწაფეა
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
მოკლე პროგრამაში ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ, ეგაძემ 91.28 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. თავისუფალ პროგრამაში მან 181.72 ქულა დააგროვა და ჯამური შედეგით - 273 ქულით - ევროპის ჩემპიონი გახდა.
ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი იტალიელმა მატეო რიცომ მოიპოვა (256.37 ქულა), ხოლო ჩეხმა მოციგურავემ გეორგი რეშტენკომ ბრინჯაო აიღო (238.27).
ისტორიაში პირველად, მამაკაცთა შეჯიბრში ქართველმა მოციგურავემ ოქროს მედალი მოიპოვა. ტალინში გამართულ ევროპის ბოლო ჩემპიონატზე ეგაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა.
ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე 23 წლისაა. მისი ერთ-ერთი მწვრთნელი რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი ეთერი თუთბერიძეა. ჩემპიონატამდე ეგაძე ISU-ს რეიტინგში მერვე ადგილზე იყო.