ქართული ვაშლის მთავარი ექსპორტიორი რუსეთია - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2026
გამოწერა
ამ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0,73 დოლარი იყო, რაც 15%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველომ 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრამდე 10.000 ტონა ვაშლი გაიტანა ექსპორტზე, საიდანაც 9.197 ტონა რუსეთში გაიყიდა, იტყობინება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
სამინისტროს ცნობით, ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობა 28%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ღირებულება 47%-ით და 7,3 მილიონ დოლარს მიაღწია.
ამ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0,73 დოლარი იყო, რაც 15%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რუსეთის გარდა, ქართული ვაშლის მცირე რაოდენობა ექსპორტირებულია თურქეთში (540 ტონა), ბელარუსში (150 ტონა), სომხეთში (83 ტონა) და ერაყში (21 ტონა).
ვაშლი, ისევე როგორც ატამი, ყურძენი და მანდარინი, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს.
როგორც წინა წლებში, სახელმწიფომ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის სტიმულირების მიზნით სუბსიდირების პროგრამა აამოქმედა, რომლიც 15 დეკემბერს დასრულდა.
სახელმწიფო სუბსიდია გაიცა პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ იმ კომპანიებზე, რომლებმაც 2025 წლის 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლი არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდეს; სოფლის განვითარების სააგენტომ 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდია გასცა.
ყველა ახალი ამბავი
0