გუდაური ფესტივალ "გიზ-გიზს" მასპინძლობს

© photo: Sputnik / Viktor Kaminskyგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2026
გამოწერა
ფესტივალის ფარგლებში გასართობი სივრცეები მოწყობილია როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის.
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს გუდაური "გიზ-გიზის" ფესტივალს მასპინძლობს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამთო კურორტებზე პროექტი "გიზ-გიზი" 2024 წელს დაიწყო. ფესტივალის მიზანი ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვაა.
ფესტივალზე დასწრება უფასოა. ღონისძიების ფარგლებში, დამსვენებლებს ელოდებათ ენერგიული მუსიკალური პროგრამა, მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის და დიდებისთვის, ასევე სპეციალურად მოწყობილი კვების ობიექტები.
წელს ფესტივალი "გიზ-გიზი" პირველად ბაკურიანში გაიმართა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი "გიზ-გიზი" მესამე წელია, საქართველოს სამთო კურორტებზე ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0